Iverioni
«    დეკემბერი 2017    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ნოემბერი 2017 (10)
ოქტომბერი 2017 (13)
სექტემბერი 2017 (4)
აგვისტო 2017 (7)
ივლისი 2017 (8)
ივნისი 2017 (9)
20-07-2016, 13:51
ნანახია: 2267

დავით ქობალია: ნუ ვაბრმავებთ ხალხს, ანუ „ანაკლია-პორტის“ ახალი დილემა!

უთუოდ მისასალმებელია ზუგდიდის გამგეობის ინიციატივა, რომ _ „პორტის მშენებლობამდე ანაკლიაში არქეოლოგიური გათხრები ჩატარდება“!

 

ზუგდიდის გამგეობის ინიციატივამ, უცაბედად, შეურაცხადი პრეზიდენტყოფილის აღშფოთება გამახსენა, როცა, იგოეთი-კასპის გადასახვევთან, ავტობანის მშენებლობისას ანტიკური ხანის ნამოსახლარს და სამარხებს მიადგნენ მშენებლები და არქეოლოგებმა გარკვეული დროით მშენებლობის შეჩერება მოითხოვეს!


არქეოლოგების თხოვნას შლეგმა პრეზიდენტმა, თურმე, მუქარით უპასუხა _ ორ კვირას გაძლევთ დროს, მორჩით ჩიჩქნას, თორემ ავტობანის ქვეშ დაგმარხავთ თქვენი ანტიკური სამარხებიანათო!


მე მაშინვე სტატია მივუძღვენი ამ შემთხვევას და გერმანიის მაგალითი გავიხსენე, როცა მაგდებურგიდან სტენდალისკენ ავტობანს აშენებდნენ, იქაც ნამოსახლარს მიადგნენ მშენებლები. არქეოლოგების პირველივე შენიშვნაზევე გაჩერდა მშენებლობა და არქეოლოგიური კვლევა-ძიება ორ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. საბოლოოდ დადგინდა, რომ საქმე მე-15, მე-16 საუკუნეების ნამოსახლარს ეხებოდა. მართალია გერმანელების ახალგაზრდული ასაკის ძეგლი ისტორიულ-არქეოლოგიური ღირებულებით ვერ შეედრება იგოეთის ანტიკური ხანის ნამოსახლარს, მაგრამ ყველა ქვეყანა იმითი ამაყობს რაც გააჩნია!


აქედან გამომდინარე, მისასალმებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ინიციატივა, რომ _ „პორტის მშენებლობამდე ანაკლიაში არქეოლოგიური გათხრები ჩატარდება!“


ყველაფერი რომ აქ მთავრდებოდეს, ყველაზე მეტად მე გავიხარებდი, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვაგვარად არის საქმე, რაც ყველას გასაგონად უნდა გაცხადდეს:


_ კარგა ხანია ცნობილია, ანაკლია პორტის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებული „ხაზარაძე და კონტი ჯგუფი“ ვერ აღმოჩნდა მზად ქვეყნის ეკონომიკური გასაჭირიდან გამომყვანი პროექტის განსახორციელებლად.


მე გარკვევით ვწერდი (იხ.საინფორმაციო ანალიტიკურ სააგეტო „IVERIONI“-ში 30-06-2016; გაზეთები: „საქარველოს რესპუბლიკა“ 5 ივლისი, 2016 წ. N 123: „ილორი“ 5 ივლისი, 2016 წ. N 370), საქართველოს მთავრობის პირველ პირებთან ერთად, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხუთივე კონტინენტი მოიარა პორტის ასაშენებელი ფულის საძებნელად, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა მხრიდან, ფულის ნაცვლად, მხოლოდ „ქების სიგელებით“ დაბრუნდა!


ბუნებრივია, ეს ამბავი ჩემზე უკეთ სამთავრობო სტრუქტურებში იციან, მაგრამ, სამწუხაროდ, არავინ ცდილობს შარში გახვეულ უბადრუკებს _ „ხაზარაძე და კონტი ჯგუფს“ გვერდში დაუდგეს და ქვეყანას და ხალხს მოუბოდიშონ დანაპირების შეუსრულებლობის გამო!


ამის ნაცვლად, იმავე _ ქვეყნის და მისი მოსახლეობის თვალის ასახვევად, ხან „ანაკლია პორტს ციფრებში“ წარმოადგენენ (სამეგრელო-ზემო სვანეთის საინფორმაციო პორტალი NEWSPORTAL.ge ივლისი 4, 2016 ), ამჯერად კი რადიო „ათინათის“ საინფორმაციო სამსახური გვამცნობს, რომ _ „პორტის მშენებლობამდე ანაკლიაში არქეოლოგიური გათხრები ჩატარდება... სამუშაოსთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 ათასი ლარი გამოიყო და გათხრები, სავარაუდოდ, სექტემბერში დაიწყება“.


„არქეოლოგიური გათხრები“ პორტის მშენებლობის გადასაწევად ყოვლად უბადრუკი მიზეზია. იგი დროის გასაყვანადაა მოგონილი. მავანი „ოცნებობს“ _ ამასობაში, იქნება, სადმე ფული იშოვოს ანაკლია პორტის ტენდერში გამარჯვებულმაო!


პორტის მშენებლობის დაწყება რომ არქეოლოგიურ გათხრებს ხელს არ უშლის შესანიშნავადაა ჩამოყალიბებული ანაკლია პორტის მშენებლობის „ერაგია-ქარჩავას კონცეფციაში“, რაც არაერთხელ გამოქვეყნდა 2013-2016 წლებში _ საინფორმაციო ანალიტიკურ სააგეტო „IVERIONI“-ში „საერთო გაზეთში“, „ილორში“ და სოცქსელებში!

 

http://www.radioatinati.ge/regioni/article/58211-portis-msheneblobamde-anakliashi-arqeologiuri-gathkhrebi-chatardeba.html