„ტესლა“ საქართველოში ღია წერილი დღევანდელ და ყოფილ პრემიერ-მინისტრებს

„ტესლა“  საქართველოში                                              ღია წერილი    დღევანდელ და  ყოფილ პრემიერ-მინისტრებს

         ავთანდილ კახნიაშვილი

                                     

  ღია წერილი    დღევანდელ და  ყოფილ პრემიერ-მინისტრებს

 

   ბატონებო!

 

           რამდენიმე დღის წინ,ასათიანის ქუჩაზე  ჩემს წინ მიმავალი თეთრი ფერის  „ტესლა“  შევნიშნე.  დაახლოებით ისეთი რეაქცია მქონდა, როდესაც სტუდენტობის წლებში  თბილისში პირველად ვნახე  ამერიკული ავტომობილი - ალექსანდრე მეტრეველის ვერცხლისფერი „ფორდი“.  

 

   იმედი მომეცა,  თბილისელების  უმრავლესობას  ახლო   მომავალში ახალი თუ არა, მსგავსი ტიპის მეორადი  ავტომობილების შეძენის საშუალება მაინც მოგვეცემა.   ამასთან,  წინასაარჩევნოდ  ერთი  „ქართული ოცნებაც“   გამიჩნდა...

        დუბაისმეექვსე ყოველწლიურ საინსვესტიციო შეხვედრაზე   გამოსვლისას  საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  განაცხადა,  რომ  „საქართველო პატარა, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანაა უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალით,     დემოკრატიული სახელმწიფოა, რომლის  მთავრობის მთავარი პრიორიტეტია მდგრადი გრძელვადიანი განვითარება და ინკლუზიური ზრდა.  ამასთან, ბატონმა  გიორგიმ    ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ  აშშ ჩვენი ქვეყნის  სტრატეგიული პარტნიორია.

        დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრებაში  აშკარა პროგრესის   მიუხედავად,  რეალობაა,  რომ    ახალმა ხელისუფლებამ   ვერ მოახერხა  ქვეყნის   ეკონომიკური განვითარების შესამჩნევი ზრდა.    შედეგად,2012 წლის  წინასაარჩევნო დაპირებებიდან მნიშვნელოვანი    ნაწილი შეუსრულებელი დარჩა

         მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ  „ქართულ ოცნებას“  ეძლევა  რეალური  შანსი,   არა მარტო დაპირდეს  მოქალაქეებს, არამედ განახორციელოს  კიდეც ისეთი პროექტი, რომელიც  უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალის გამოყენებით   ქვეყნის   მდგრად განვითარებასაც     უზრუნველყოფს  და, შესაძლებელია,   ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაშიც დაგვეხმაროს.    

         პოპულარული ჟურნალის „ ავტო ბილდ საქართველოს“  მაისის  ნომერში გამოქყვეყნდა საინტერესო   სტატია „ეკო-ანგელოზი ფრთებით“, რომელშიც აღწერილია აშშ-იში გამოშვებული  „რევოლუციური“ ავტომობილის ერთ-ერთი ბოლო მოდელი.  

 

  „ტესლას“  არ აქვს  ტრადიციული მაყუჩი.  ის მხოლოდ ელექტრონერგიაზე მუშაობს და ჰაერს არ აბინძურებს.  ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ  ერთჯერადი დამუხტვის შემდეგ 470 კმ-ს გავლა შეუძლია, ხოლო გერმანიაში უკვე  50 - ზე მეტი  ავტოგასამართი  სადგურია,  სადაც შეიძლება  ამ  მანქანების  უფასოდ  დამუხტვა.   ცხადია, ეს  „ტესლას“  რეკლამირების მიზნით კეთდება და მომავალში  ავტომობილების მფლობელბს  მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მოუწევთ,  მაგრამ  ამ ინფორმაციაში   მთავარია,  რომ დედამიწაზე    ელექტრომობილების ეპოქა იწყება, რაც   დიდ  ქალაქებს  ეკოლოგიურ  საფრთხეებს  აარიდებს.

 

  ბუნებრივია,  განსაკუთრებული ხელშემწყობი  პირობები იმ ქვეყნებს ექმნებათ, რომლებსაც ელექტროენერგიის  გამოსამუშავებლად   ჰიდრორესურსები  მოეპოვებათ. 

           მედიით  უკვე გავრცელდა ცნობა, რომ „ტესლას“   მორიგ მოდელზე მსოფლიოში არნახული  მოთხოვნილებაა და  მწარმოებელმა უკვე მიიღო შეკვეთა  რამოდენიმე ასეულ ათას ავტომობილზე, რაშიც შეძენის თითოელმა მსურველებმა   1000 დოლარი წინასწარ უკვე გადაიხადა.   თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგიერთ ევროპული ქვეყანა (მაგ., ნორვეგია) უკვე აცხადებს, რომ მოქალაქეებს ელექტრომობილებზე გადაჯდომაში ფინანსურად შეუწყობს ხელს,  როგორც   ჩანს, მოთხოვნა მზარდი იქნება  და  დამკვეთებს სასურველი  ავტომობილის  ლოდინი  წლობით მოუწევთ.

         ცნობილია, რომ  „ფოლკსვაგენებს“  ბრაზილიასა  და ჩეხეთშიც  ამზადებენ,   „ტოიოტებს“ აშშ-ში,  „რენოებს“ თურქეთში, ხოლო „ფიატებს“  და „ფორდებს“  რუსეთში.

 

      იმის გათვალისწინებით,    რომ  საქართველოში    მეტალურგიული მრეწველობაც იყო განვითარებული და ავტომობილების  გარდა, თვითმფრინავებიც  იწყობოდა,  არის ფერადი ლითონის საბადოები, ნავთობსადენი  პლასტმასისა და  რეზინის ნაკეთობათა დამზადების საშუალებას იძლევა,  ხოლო,  ლითონის  შემოტანა რუსეთიდან  შეიძლება,  ამასთან  გვყავს   კვალიფიციური  და აშშ-სთან  შედარებით გაცილებით  დაბალანაზღაურებადი მუშახელი,  შესაძლებლად  მიმაჩნია  და გონივრულიც იქნებოდა, მთავრობას  „ტესლას“ მესვეურებისთვის შეეთავაზებინა  საქართველოში   ლიცენზიის  საფუძველზე  გამოეშვათ ან, თუნდაც    მხოლოდ  აეწყოთ „ტესლას“ ის, შედარებით დაბალფფასიანი  მოდელები, რომლებზეც ევროპის, ან თუნდაც,    აზიის ან აფრიკის კონტინეტებზე იქნებოდა  მოთხოვნა.

          ამასთან,  შეიძლებოდა გამოგვეყენებინა  ყოფილი პრემიერ მინისტრის  პირადი კავშირები მულტიმილიარდერ ჯორჯ   სოროსთან, რომელიც   „ვარდების რევოლუციის“  სულისჩმდგელიც იყო და დღევანდელი  ხელისუფლების მიმართაც  აშკარა კეთილგანყობით გამოირჩევა (საარჩევნო სიებშიც მრავალი მისი საქველმოქმედი ფონდების  მიერ დაფინანსებული  და   „თავისუფალ უნივერსიტეტებში“  მომზადებული კადრია).

 

   ამასთან,  ბიძინა ივანიშვილსაც, რომელიც აცხადებს,  რომ საქართველოში  ე. წ. ბიზნესინტერესები  არ გააჩნია, მიეცემა საშუალება  საკმაოდ სოლიდური და  სტაბილური შემოსავალი საქართველოში ინვესტირებითაც მიეღო.   ნიშანდობლივია ისიც, რომ,  ქვეყანასაც  „უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების,     მდგრადი გრძელვადიანი განვითარებისა  და ინკლუზიური ზრდის“ მყარი საფუძველი  შეექმნებოდა.

          მიმაჩნია, რომ    გადადება არ შეიძლება (დარწმუნებული ვარ, „ტესლა“ უკვე თავადაც გეგმავს  დამატებითი საწარმოების შექმნას და  მრავალ წინადადებასაც  იღებს).   ამდენად,  მრჩევლებთან  და ექსპერტებთან კონსულტაციების შემდეგ  პრემიერ-მინისტრმა  კონკრეტული საინვესტიციო წინადადებები  უმოკლეს ვადაში უნდა წარუდგინის   „ტესლას“ მესვეურებს. 

 

შესაძლებელია,  ავტომობილის საწარმოებლად  ამერიკულ მხარეს  საქართველოში  დამკვიდრებული  პრაქტიკის შესაბამისად, სიმბოლურ ფასად (ერთ ლარად)     სარგებლობისთვის  მიწის ნაკვეთები შეღავათიანი საგადასახადო პირობებით (ე. წ. თავისუფალი  ეკონომიკური ზონების რეჟიმში) გადაეცეს. ყოფილ პრემიერ-მინისტრსაც  შეუძლია საკუთარი ფული  ჩადოს საქმეში და  ამერიკელ პარტნიორებთან წილობრივი მონაწილეობით  დააფუძნოს  მაგალითად,  შპს „ტესლა-ჯორჯია“  ან სააქციო საზოგადოება, საიდანაც ათწლეულების განმავლობაში   მიიღებს მნიშვნელოვან დივიდენდებს (საქართველოს მოქალაქეების გარდა, დარწმუნებული ვარ, აქციებს  უცხოელებიც,  მათ შორის რუსებიც, აქტიურად   შეიძენენ, რაც დამატებით სახსრებს მოიზიდავს საქმეში).

             იმის გათვალისწინებთ, რომ  „ტესლას“  დამფუძნებლებს  არ უნდა ჰქონდეთ დაფინანსების  პრობლემა (მხოლოდ წინასწარი გაყიდვიდან ავანსის სახით მიიღეს მილიარდ დოლარზე მეტი),  დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლებელია, საქართველოს  ხელისუფლების მხრიდან  მხოლოდ   „კეთილი ნება“ (საკანონმდებლო გარანტიები)  ან/და ტერიტორიის  გამოყოფა    მოითხოვონ და საკუთარი ფულით  ააშენონ  ობიექტები ან  მოახდინონ  არსებულის  (მაგ.,  თბილისის საავიაციო ან სატანკო,  რუსთავის მეტალურგიული ან ქუთაისის საავტომობილო ქარხნების) რეკონსტრუქცია.   მით უმეტეს,  რომ საქართველოში  „კოკა-კოლაც“    არის შემოსული და „მაკდონალდსიც“.    ამასთან,   ავტომობილის  ზოგიერთი დეტალი შეიძლებოდა  სოხუმსა და ცხინვალშიც დამზადებულიყო, რაც   ოკუპირებულ ტერიტორიებთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას შეუწყობდა ხელს.

       თუ  ავტომობილების წარმოებაზე, ან აწყობაზე  უარს გვეტყვიან, შეიძლებოდა  „ტესლასგან“ ელექტროძრავები  მიგვეღო და     ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტობუსები (თუნდაც,  მხოლოდ ე. წ. მიკროავტობუსები - „მარშრუტკები“)  გვეწარმოებინა. 

              აღნიშნული  იდეის მხარდაჭერით  ( თუნდაც მხოლოდ საკითხის დაყენებით ან ამერიკულ მხარესთან  მოლაპარაკების დაწყების მცდელობით)  ხელისუფლება აშკარად ორზე მეტ კურდღელს დაიჭერს, ხოლო, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ საქართველოს ათწლეულების განმავლობაში გაუჩნდება ბიუჯეტის სტაბილური შევსების  წყარო და  მოსახლეობაც დასაქმდება,   ელექტრომობილები თბილისს ეკოლოგიური კატასტროფისგან იხსნიან.  ქვეყნის მდგრადი განვითარება კი,    ევროინტეგრაციის გარდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინაპირობადაც იქცევა.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: