Iverioni
«    აგვისტო 2018    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
აგვისტო 2018 (10)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
23-09-2016, 17:48
ნანახია: 1164

მიხეილ ჯიბუტი:  24 სექტემბრის მე-7 ეკონომიკური ფორუმი ვერ იქნება

ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ მიიწვია პარტიების (??) ეკონომიკური ექსპერტები 24 სექტემბერს მე-7 (?) ეკონომიკურ ფორუმზე.

 

24 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილის  გამოწვევაზე ვინც არ უნდა გამოეხმაუროს და როგორო ფორუმიც არ უნდა ჩაატარდეს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ის ვერ იქნება ამ ტიპის რიგით მე-7 ფორუმი. მას შეიძლება უწოდო, მეშვიდეც და ოცდამეშვიდეეც, მაგრამ ქრონოლოგიულად რიგითობა ვერ შეიცვლება.

 

ფორუმების ჩამონათვალი:

 

1.30 აპრილი 2015წ. - „თბილისი მერიოოტი“- „საქართველოს ეკონომიკა: მიღწევები და გამოწვევები-მიღწევები, პრობლემები, რისკები, პერსპექტივები

 

2. 6 ნოემბერი 2015წ - .“თბილისი მერიოტი“„საქართველოს ეკონომიკა: მიღწევები და გამოწვევები“

 

3. 1 დეკემბერი 2015წ. - „ქორთიარდ მერიოტი“ - “ფინანსური სტაბილურობა, ევროასოცირების ეკონომიკა და საქართველოს განვითარების კორპორაციის მომავალი“

 

4. 20 ივნისი 2016 წ. - „ქორთიარდ მერიოტი“ - „საქართველოსეკონომიკადაბიზნესგარემო - მიღწევებიდაგამოწვევები“.

 

მე პირადად, პირველ და მესამე ფორუმის მუშაობაში ვმონაწილეობდი, მეოთხეს ვერ დავესწარი, ხოლო მეორეს ეს არ დავესწარი, იმიტომ, რომ ვერ გავიგე მოწვევის ფორმა - „ვისაც გინდათ მოდითო“.

 

ახლა ამ ფორმითაც აღარაა მოწვეული სამეცნიერო საზოგადოება.

 

ვიფიქრე, რაღაც გამოცდისმაგვარი არ იდოს ამ კონფერენციაში. არ ითქვას შემდეგ, რომ მეცნიერებმა შვიდამდე თვლა არ იციანო, აბა როგორ ვერ შენიშნეს მერამდენე ფორუმს ვატარებთო? ან ის რატომ არ იკითხეს,ეს შვიდი როგორ გამოვიდა, რაიმე ხომ არ გამოგვრჩაო?

 

და ამიტომ, პროფესიული მუნდირის დასაცავად ვაცხადებ, ესეც ხომ საარჩევნო სია არაა, საიდან იქნა დათვლილი მე-7?

 

ვერ დავიჯერებ: მართლა  შვიდამდე თვლაში ხომ არაა პრობლემები?

 

ან იქნებ,„თბილისის ეკონომიკური ფორუმი-თავისუფალი ტრიბუნის“ ექვსი კონფერენციიდანაა თვლა გაგრძელებული?

 

ყოველ შემთხვევაში 24 სექტემბერს მე-7 ფორუმი ვერაფრით ვერ იქნება!