Iverioni
«    ნოემბერი 2017    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
ნოემბერი 2017 (7)
ოქტომბერი 2017 (13)
სექტემბერი 2017 (4)
აგვისტო 2017 (7)
ივლისი 2017 (8)
ივნისი 2017 (9)
14-12-2016, 10:54
ნანახია: 2934

მამა პეტრე: არც ერთის მხარეს არ დავდგებოდი, რადგან, ორივე ჩემია და ორივე გაუსაძლისად მტკივა!

სამწუხაროდ გვიან შევიტყვე, თორემ აუცილებლად მივიდოდი და საკუთარ პოზიციასაც დავაფიქსირებდი სასულიერო პირების შეხვედრაზე...


უფალმა იცის, როგორ ძალიან მიყვარს ყველა ერთად და ცალ-ცალკე...


სანამ სტიქიური უბედურება არ დაგვატყდება თავს, მანამდეც შეიძლება მოეწყოს მსგავსი შეხვედრები და ქრისტიანული ჰუმანიზმიდან გამომდინარე, როგორც მინიმუმ, დავინტერესდეთ ერთმანეთის სულიერი და მორალური მდგომარეობით, მაქსიმუმ კი, რითიც შეგვიძლია ურთიერთას სიმძიმე ვიტვირთოთ და ესრეთ აღვასრულოთ რჯული იგი ქრისტესი...


გული დამწყდა, რომ მამა თეოდორეც ცილისწამების და აგრესიის მსხვერპლი გახდა. ვიქნები სუბიექტური და გავიხსენებ, წლების წინ, ჩემი ერთერთი ლექსი, რომელმაც ლიტერატურულ კონკურსში პრემია მოიპოვა, მავანთა საქილიკოდ აქციეს, მამა თეოდორეს მისი ულამაზესი ქადაგების დასრულების შემდეგ, ამ ლექსსზეც უსაუბრია და ზუსტად იმ კუთხით შეუხედავს, როგორც დაიწერა... ორმაგად შემიყვარდა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქომაგად დამიდგა, არამედ იმიტომ, რომ მისი პოზიცია ხმამაღლა, ყველას გასაგონად დააფიქსირა. მას ალბათ, ეს დეტალი არც ახსოვს, მე სულ მემახსოვრება. (არც ვიცი, სოციალური ქსელით სარგებლობს თუ არა, მაგრამ ვისაც მასთან შეხვედრა გაქვთ, ჩემგან მოიკითხეთ და გადაეცით, რომ მის გვერდით ვარ).


დღეს ძალიან დაძაბული ფონია გარშემო... იმდენად, რომ ძილი არ გამკარებია. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი რადიკალური დაჯგუფების არსებობის მიუხედავად, საკუთარ თავს კითხვა დავუსვი-რომელ მხარეს დავდგებოდი?!

 

პასუხი უმარტივესი და სწრაფი აღმოჩნდა - არც ერთის მხარეს, რადგან ორივე ჩემია და ორივე თანაბრად, გაუსაძლისად მტკივა. ღმერთმა ჩემი დიდი ოჯახის წევრების გაყოფას არ მომასწროს, ყველაზე დიდი უბედურება ეს იქნება...


ისე კი, პირადულ ტკივილსაც მინდა შევეხო... წლების წინ, მე და ჩემი ცამეტი წლის შვილი, როცა ამბიონიდან უღმერთოდ გვლანძღეს, გვათრიეს, სატანის კერძი გვიწოდეს და ლამის ეკლესიის და ერის მოღალატედ გამოგვაცხადეს, ხმა არც ერთ მხარეს არ ამოიღია... შედეგმა კი დღემდე მოგვიყვანა...


ცხადია, ჩემი ქადაგების აუდიო ჩანაწერები არ ვრცელდება, რომ ათასობით ქრისტეს გზას შეუერთდეს, მაგრამ ყველას თავისი სასაუბრო ენა გააჩნია.

 

ამ შემთხვევაში, მე პოეზიის ენით დამადგინა უფალმა მესათხევლედ... ათობით სუიციდით შეპყრობილი ახალგაზრდა, სწორედ ამ ენით „შეურიგდა" ღმერთს... ისინი არამხოლოდ მორწმუნეთა რიგებში ჩადგნენ, რამოდენიმემ მონასტერსაც მიაშურა...


ყველას საკუთარი ჯვარი აქვს საზიდი... თუ ვერ შევეხიდებით, ხელი მაინც არ შევუშალოთ ერთმანეთს...


ის ფსიქოლოგიური სტრესი, რაც წლების წინ მივიღეთ, ჩემს ოჯახში დღემდე გრძელდება... არ ვარჩევ, პროცენტულად ვინ იყო მტყუანი ან მართალი, მთავარია იგივე სხვასთან არ განმეორდეს... თუმცა არც ის მინდა დავიჯერო, რომ სხვისი ჭირი ღობის ჩხირია... მანამდე გავუგოთ ერთმანეთს, სანამ საკუთარ მაგალითზე გამოვცადეთ...


დანარჩენი სხვა დროს...