Iverioni
«    ოქტომბერი 2017    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
ოქტომბერი 2017 (7)
სექტემბერი 2017 (4)
აგვისტო 2017 (7)
ივლისი 2017 (8)
ივნისი 2017 (9)
მაისი 2017 (4)
1-03-2017, 11:51
ნანახია: 751

რა ხდება ჭალადიდის სკოლაში?! ანუ, დაშანტაჟებული პედაგოგები ღირსების შენარჩუნებისთვის იბრძვიან!

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი სოლიდარობას უცხადებს  ჭალადიდის  საჯარო სკოლის პედაგოგებს. 

თბილისის 39-ე საჯარო სკოლის პედაგოგების უკომპრომისო ბრძოლის შემდეგ, ეს გახლავთ ხელისუფლებისგან დაშანტაჟებული პედაგოგების გამბედაობის მორიგი მაგალითი.

როგორც წესი, მასწავლებლები პროტესტს მხოლოდ უკიდურეს სიტუაციაში მიმართავენ. უნდა ვივარაუდოთ, რომ ჭალადიდის სკოლაშიც ასეთი უკიდურესი მდგომარეობაა.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი სასკოლო პრობლემა უნდა მოგვარდეს მოსწავლეთა უფლებების შელახვისგან მაქსიმალური თავის არიდებით, თუმცა, უფლებააყრილი პედაგოგისთვის ეს ძნელად განსახორციელებელია და თუ დღეს მოსწავლეთა უფლებების ამგვარი შელახვის საფრთხე არსებობს, ეს უპირველესად განათლების სისტემის არასწორი მენეჯმენტის, ნეპოტისტურად შერჩეული დირექტორებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „ოდეერული“ მართვის შედეგია!

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი აცხადებს, რომ პედაგოგთა უფლებებისთვის მისი ბრძოლა შედეგიანია, მაგრამ ერთიანობა მაინც არ არსებობს. ჩვენ მოვუწოდებთ სრულიად საქართველოს პედაგოგიურ კორპუსს, რომ ასეთი სტიქიური სამართლიანი პროტესტის დროს, მაქსიმალურად დაუჭირონ მხარი კოლეგებს და საჭიროების შემთხვევაში მიბაძონ კიდეც მათ.

მოვუწოდებთ ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგებს, არ დაიხიონ უკან და არ დაემორჩილონ სამინისტროს დანაშაულებრივი კლანის უკანონო დირექტივებს!
 


პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი