Iverioni
«    ოქტომბერი 2017    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
ოქტომბერი 2017 (7)
სექტემბერი 2017 (4)
აგვისტო 2017 (7)
ივლისი 2017 (8)
ივნისი 2017 (9)
მაისი 2017 (4)
6-04-2017, 14:10
ნანახია: 1032

ზვიად ნოდია: რას გულისხმობდა ზვიად გამსახურდია ევრო-ამერიკულ იმპერიალიზმში?!

 

სოციალურ ქსელში ვრცელდება ზვიად გამსახურდიას მედასავლეთეობის „დასამტკიცებელი“ დეზინფორმაციები. მიმაჩნია, რომ, ვინმე დამეთანხმება თუ არ დამეთანხმება, მაინც უნდა ითქვას სიმართლე!..

მე მას პატივს მივაგებ იმიტომ, რომ წმინდად ეროვნული და მართლმადიდებლური სახელმწიფო უნდოდა - ამ მრავლჭირნახულმა კაცმა ისიც გამოააშკარავა, რომ მსოფლიოს მართავს საიდუმლო ელიტა მასონების ხელით. ვიღაც-ვიღაცეები კი ცდილობენ ე. წ. შეთქმულების საიდუმლო არ გააშკარავდეს...

რა ეშველება ადამიანს, რამ უნდა ასწავლოს ჭკუა, როდის უნდა გამოფხიზლდეს და იმართლმადიდებლოს?!...

ეს ქვეყანა არის საგამოსაცდელო პოლიგონი ადამის მოდგმისთვის, რათა ის, რაც უშრომლად მიეცა - სამოთხე, აწ, აქ უნდა მოიმუშაკოს, ანუ საამისოდ საჭიროა ორთავ სოფლის კონტექსტში მოქალაქეობა და უხილავ-ხილულში გარკვევა. ამ საგამოცდო პოლიგონზე მიმდინარეობს შეუწყვეტელი უხილავი ბრძოლა ღმერთსა და იმ ეშმაკს შორის, რომელმაც სამოთხიდან ადამის გამოგდება შეძლო და აქედან მის სამოთხეში კვლავ არ დაბრუნებას ცდილობს, რამდენადაც სარგებლობს ამა სოფლის თავადის უფლებით!

ნიშანდობლივია, რომ მას ჰყავს თავისი მოკავშირე ხალხი - მაგები, ეზოთერიკოსები, თეოსოფები, მასონები და ა.შ... ხოლო ღმერთს კი - წმინდა ეკლესიის წმიდა მამები და მართლები.

სატანისანი ცდილობენ სიცრუითა და ძალით დაიბრიყვონ კაცობრიობა. ამას ეწოდება "შეთქმულების საიდუმლო", იგივე - "საიდუმლო უსჯულოებისა"- შერქმეული პავლე მოციქულისგან - "რომელიც უკვე მოქმედებაშია" (იხ.ძველ და ახალ აღთქმაშიც და გამოცხადებაშიც:2თეს. 2,7; მთ. 24; 7, 25; დან. 7-11-12თთ... რაზედაც ქრისტე მიუთითებს - "როცა იხილავთ გატიალების სიბილწეს, წმიდა ადგილზე მდგომს, დანიელმა რომ იწინასწარმეტყველა"...) და რომელსაც მოციქულთა მერე აკვირდებოდნენ მოციქულთა მოციქულები, ვიდრე ჩვენი დროის ეკლესიის მამებამდე, რომლებიც, როგორც მტრის მოახლოების სამცნოდ მთიდან მთაზე ინთებდნენ კოცონებს, ასევე თაობიდან თაობაზე გადასცემდნენ "მსოფლიოზე შემოსარტყმელად სიონიდან გამოსული გველის" მიწისქვეშა ანუ იატაკქვეშა სვლებს, მინიშნებებს, შორეულ სამზადისს და ჰაა, უკვე აპოკალიფსში ვართ, რაც "დროის ნიშნებით" ცნაურდება მართალთათვის... ამ დროს, ნაცვლად სიფხიზლე-მღვიძარებისა, მავანნი „ჩალიჩობენ“ ხალხთა დაძინებას(?!)...

რას ჰქვია - არ არსებობს არავითარი "შეთქმულების საიდუმლო"? ან, რას ჰქვია - "სსრკ იყო ცუდი, ევრო-ამერიკა კარგი"?

დიდი გამოცნობა უნდა ამას, რომ ეს ორივე წარმონაქმნი ხელოვნურია და ემსახურება საერთო მსოფლიო წესრიგს? რომ ამ წარმონაქმნებში, ამ ლაბორატორიებში გამოიყვანეს ჯიშები "ახალი ადამიანი"-სა, რომლებიც ზომბირებულია ანტიქრისტეს ასარჩევად?!...

ამ გლობალისტურ-ეკუმენისტურ საერთო საქმეში ისინი ერთად არიან და "კარგი ძია სემისა" და "ცუდი ვასიას" როლებით ერთმანეთის საქმეს აკეთებენ?!!...

არ იცით, თუ... მე კი ვიცი, რომ ამაში აკეთებს ასეთი ხალხი ფულს - ამ მერეუსეთეობა-მედასავლეთეობის ილუზიონისტურ სპექტაკლში!

რას არ იგონებენ ამ "შეთქმულების საიდუმლოს" გაშარჟებისთვის, ვინაიდან, სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანენ, სანამ გველი კუდს პირში არ ჩაიდებს, მანამდე არ აწყობთ ამის გამჟღავნება.

არ გინდათ, ნუ ჩაერთვებით იმაში, რაც არ გესმით, თორემ საშინელი სამსჯავრო წუთისოფლისაზე მარადიულია!

მოუსმინეთ ზვიადის მემატიანეს:

მერაბ კიკნაძე: "ზვიად გამსახურდიას მოგზაურობა ევროპაში 1992-ის 23 ნოემბერიდან 17-მდე".... "ზვ. გ-ს გროზნოდან ევროპაში მოგზაურობის პირველ მცდელობას 1992-ის ზაფხულში ჰქონდა ადგილი, როდესაც საქართველოს ეუთო-ში გაწევრიანრების საკითხი დაისვა. ეს ჰელსინკში, ეუთოს უმაღლესი დონის შეხვედრაზე უნდა მომხდარიყო. ამას წინ უსწრებდა ეუთოს დამკვირვებლების ვიზიტი საქართველოში (ხელმძღვ. ბელგიელი ეიკენსონი), რომლებმაც "დემოკრატული რევოლუციის" შემდეგ, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის საბანკეტო დარბაზიდან შეისწავლეს და შემდეგ დასავლეთ საქართველოში გაემგზავრნენ, იქ კი უარი თქვეს მხედრიონის სადამსჯელო რეიდებისგან გაუბედურებულ შავოსან დედებთან შეხვედრაზე და უწოდეს მას "შოუ, რომელიც ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს საერთო ჭთაბეჭდილებაზე"...

პარალელურად გროზნოში, ეუთოს ეგიდით, ჩეხოსლოვაკიის მოსკოვის საელჩოს ორი, საშუალო რანგის მოხელე, სლოვაკი-მილან ტოკარი და იოზე ვრობეცა შეხვდნენ პრეზიდენტ გამსახურდიას, სადაც ზვიადმა დეტალურად აღწერა საქართველოში მომხდარი გადატრიალება, აჩვენა თბილისის მიტინგების დარბევა-დახვრეტის და სამეგრელოში სადამსჯელო ოპერაციების ამსახველი ვიდეომასალა, რასაც სტუმრებმა ლამის მთქნარებით ადევნეს თვალი. ზვიადმა კატეგორიულად განაცხადა, რომ ეუთოს მისიის დასკვნა ვერანაირად ვერ ჩაითვლება სრულფასოვნად, თუ არ მოუსმენენ კანონიერ პრეზიდენტს და პარლამენტს, რომლებიც არ გადამდგარან და დევნილობაში აგრძელებენ ფუნქციონირებას.

მათ განაცხადეს, რომ გროზნოში შეუძლებელია ეუთოს ჩამოსვლა საქართველოდანო... რაზეც, ზვიადი მათ თვალწინ ურეკავს ჯოხარს შეკითხვით - ხომ არაა შესაძლებელი ეუთოს მისიის ჩამოყვანაო. ცოტა ხანშივე პასუხობს დუდაევი, რომ უკვე გასცა ბრძანება და კიევიდან გროზნოსკენ მომავალი თვითმფრინავი სოხუმში შეასრულებს საგანგებო დაშვებას - 1 სთ-ში, ეუთოს წამოსაყვანად.

მათ ფერი ეცვალათ და იძულებულ გახდნენ მიემართათ ეუთოსთვის საქართველოში, რომელთაგანაც მიიღეს ცივი უარი, რაშიც ისედაც ეჭვი არ გვეპარებოდა.ამას მოყვა სლოვაკთა საცოდავი ლუღლუღი:"ჩვენ ყველაფერი ვიცით, მაგრამ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ, რადგან ხშირად გარემოებები სიმართლეზე ძლიერიაო" და ა.შ...

ჰელსინკში კი, ეუთოს სამმიტზე, ფინეთმა არამარტო ოფიციალურად არ მიიწვია ზვიადი, არამედ კერძო მოწვევაზეც-ვიზაზეც კი უარი უთხრა... ეჭვგარეშეა ეს გადაწყვეტილება ფინეთის მთავრობას არ მიუღია...

ამის შედეგად, ეუთოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო და სასაცილო ფურცელი ჩაიწერა: საქართველოს სახელით "ჰელსინკის დოკუმენტზე" საბჭოთა კავშირში პირველად "ჰელსინკის ჯგუფის" დამფუძნებლის, ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე პირველი თავისუფალი არჩევნებში გამარჯვებული პრეზიდენტის ნაცვლად დისიდენტების დევნაში გაწაფული სუკის გენერალსა და "სამხედრო საბჭოს" მეთაურს შევარდნაძეს მოაწერინეს ხელი, რომელსაც იმ დროისთვის ლეგიტიმურობის მოჩვენებითი ნიშანწყალიც კი არ გააჩნდა.

...ფინეთში ზვიადმა განაცხადა, რომ საქართველოში მომხდარი გადატრიალება არის ბუშის, "მხედრიონის" საპატიო წევრის - ბეიკერისა და გორბაჩოვის შეთქმულება მის წინააღმდეგ, რისი უშუალო შემსრულებლები კომუნისტური ნომენკლატურა და ზაკვო-ს საჯარისო ნაწილები იყვნენ.

ზვიადმა ასევე  განაცხადა, რომ "ესაა ნომენკლატურის რევანში, რაც არამარტო ქართული მოვლენაა, დააკვირდით, თითქმის ყველგან ხელისუფლებაში დაბრუნდნენ კომუნისტები. დასავლეთის დემოკრატებს მეტი სიფხიზლე მართებთ".

კორესპოდენტის კითხვაზე - "რა რეაქცია გქონდათ ეუთოს შეხვედრაზე ფინეთმა ვიზა რომ არ მოგცათ?"

ზვიადმა მიუგო: "ეს ფინეთის მთავრობის ბრალი არაა, მსოფლიო მთავრობის გადაწყვეტილებაა"! ზოგიერთმა ფინელმა, მათ შორის გაზეთის რედაქტორმა მარტტი ბაკმანმა აღწერა, თუ როგორ გახდა "დიქტატორი" გამსახურდიასა და საქართველოს ეროვნული ხელისუფლების წინაღმდეგ გაჩაღებული ცილისმწამებლური საერთაშორისო კამპანიის მსხვერპლი და უნებლიე მონაწილე.

მისი სიტყვით, "დასავლეთის ფავორიტის" შევარდნაძის შესახებ, დასავლეთის მედია, მაშინაც კი კარგს წერს, როცა ხალხს პირდაპირ ქუჩაში ხვრეტენ, "ახლა ვხვდები, რომ გამსახურდიას "დიქტატორობა" გულუბრყვილო ხალხზე გათვლილი მედია-ხრიკი იყო. არადა, თავს ნამდვილად არ მივიჩნევდი გულუბრყვილოდ".

მიუხედავად ამ განცხადებისა, ის გადადგა რედაქტორის თანამდებობიდან. როგორც ჩანს, "დინების საწინაღმდეგო ცურვა" არსად არაა იოლი.

ზვიად გამსახურდიამ, ფინეთის პარლამენტის საქართველოს ჯგუფთან მოწყობილ შეხვედრაზე განაცხადა - "ჩემს წინააღმდეგ საშინელი კამპანია გაჩაღდა დასავლეთის პრესაში... საქართველოში სახელმწიფო ჩაანაცვლა მაფიამ..." შემდგომ, არ შეგვიშვა შვეიცარიამ, არც თურქეთმა...

როგორც ჩანს, პრეზიდენტ გამსახურდიას დაკავებას, მითუმეტეს ექსტრადირებას ვერ გაბედავდნენ. სხვანაირად რით აიხსნებოდა შვეიცარიისა და თურქეთის საკონსულოების ერთობლივად გათამაშებული ფარსი?

ყველაფერ ამაში სხვა ჩანაფიქრი ჩანდა: სხვანაირად მოეცილებინათ ზვიადი კავკასიას.

ჩეჩნეთისკენ დასაბრუნებელი გზა მოჭრილი იყო და ერთადერთი ლოგიკური გამოსავალი რჩებოდა - მოეთხოვა პოლიტიკური თავშესაფარი - ავსტრიაში ან სხვა ქვეყანაში.

დარწმუნებული ვარ, დაუყოვნებლივ მისცემდნენ, მაგრამ ზვიადმა ეს "ლოგიკური" გამოსავალი უარყო კატეგორიულად - "ეს კაპიტულაციის ტოლფასია!"- თქვა მან."

ასე, რომ, ბ-ნმა ზვიად გამსახურდიამ ყველაფერი იღონა საქართველოსთვის - ერთის მხრივ, სსრკ-ს დააღწია თავი და მეორეს მხრივ - დემოკრატიასაც, რესპუბლიკასაც, დასავლეთსაც მიაგო ხარკი, მაგრამ არ იყო მათი კაცი, არ უნდოდა საქართველო ისეთი ე. წ. დასავლური ყოფილიყო, როგორიც ეხლაა და როცა ყველაფერი გამოსცადა, მერე დაასკვნა:

- "ისინი კაცობრიობის მტრები არიან, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით... მათ მიზნადა აქვთ დასახული სხვა ხალხების გენოციდი, პლანეტის მთელი მოსახლეობიდან ერთი გარკვეული ჯგუფის გამოკლებით. ეს ჯგუფი მჭიდროდაა დაკავშირებული აშშ-სა და ევროპასთან და მიილტვის მსოფლიო ბატონობისკენ. ზოგადად მე მას ვუწოდებდი ევროამერიკულ იმპერიალიზმს!"...

დიახ, ეს ის კაცია, რომელმაც რეალურად გასმოსცადა "უსჯულობის საიდუმლოს" დაფარული არსი და ვიღაცეები რაღაცეებს აბრალებენ, რათა სათავისოდ დაიმოწმონ.

ვაი, მათ, ვისგანაც მოდის საცდური!