Iverioni
«    ნოემბერი 2017    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
ნოემბერი 2017 (7)
ოქტომბერი 2017 (13)
სექტემბერი 2017 (4)
აგვისტო 2017 (7)
ივლისი 2017 (8)
ივნისი 2017 (9)
10-10-2017, 11:54
ნანახია: 467

დავით ფერაძე: საგანმანათლებლო დაწესებულებები სრულად პოლიტიზებულია!

რეალობას არ შეესაბამება ხელისუფლების, კერძოდ განათლების და მეცნიერების მინისტრის მიერ არაერთხელ გაკეთებული განცხადება, თითქოს სკოლები, საბავშვო ბაგა-ბაღები და იქ დასაქმებული პირები  დეპოლიტიზებულნი არიან.

 

პირიქით, ამ დაწესებულებათა პოლიტიზაციამ მკვეთრად გაუსწრო აქამდე არსებულ მასშტაბებს _ ფარული ფორმით და არალეგალურად პედაგოგები და სასწავლო დაწესებულებათა ხლმძღვანელები საარჩევნო კომისიებში ჩართული იყვნენ წინა ხელისუფლების დროსაც და ეს გრძელდება ახლაც.

 

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის მიერ ცესკოდან მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ მთელი  საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი 3 634 საარჩევნო უბნიდან 2008 ანუ, უბანთა 55,2% გახსნილია საჯარო და კერძო სკოლების შენობაში, დანარჩენი 1626 კი საბავშვო ბაღში ან სხვა შენობაში.

 

ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიების 47 242 წევრიდან პედაგოგთა რაოდენობა 11 ათასამდეა, ანუ საერთო წევრთა 23%. ხშირად, თავიანთი ნების გარეშე აღნიშნული პირები წარმოადგენენ სახელისუფლებო პოლიტიკური ძალის რესურსს და არიან საარჩევნო კომისიაში დამოუკიდებლი წევრის სტატუსს ამოფარებულნი, ან არ არიან კომისიის წევრები, მაგრამ ეწევიან იგივე ძალის სასარგებლო აგიტაციას.

 

რეალობას კიდევ უფრო ამძიმებს ამ პროცესებში მოსწავლეთა და მშობელთა გამოყენების ფაქტები. როგორც ხედავთ, სიტუაცია საკმაოდ საგანგაშოა: ერთის მხრივ დასტურდება კანონის უხეში დარღვევა, რაც გამოხატულია საგანმანათლებლო დაწესებულების პოლიტიკურ კამპანიაში ჩართვით და მეორეს მხრივ, მოქმედი ხელისუფლების იძულებით მსხვერპლად გვევლინებიან განათლების სისტემის მუშაკები. არანაკლები პროსამთავრობო აქტიურობით გამოირჩევიან სკოლების ხელმძღვანელები...

 

ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ზემოაღნიშნულს და ასევე კატეგორიულად ვითხოვთ ყოველგვარი ზეწოლის შეწყვეტას, როგორც მასწავლებლებზე, ისე მოსწავლეებზე და მოსწავლეთა მანიპულირების გზით მათ მშობლებზე, რადგან მიგვაჩნია, რომ  მოცემული პოლიტიკით არჩევნების შედეგები ვერანაირად ვერ იქნება ხალხისთვის კონსტიტუციურად მინიჭებული თავისუფალი ნების, დემოკრატიისა და ლეგიტიმაციის გამოხატულება!

 

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი