Iverioni
«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ნოემბერი 2019 (8)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
24-11-2012, 15:38
ნანახია: 957

საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირი შეშფოთებულია რეგიონულ თვითმართველობებში მიმდინარე პროცესების გამო

"ინტერპრესნიუსის"  ინფიორმაცით, საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირში შეშფოთებას გამოხატავენ საჯარო სექტორში მიმდინარე პროცესების გამო და ამასთან დაკავშირებით  განცხადებასაც ავრცელებენ. ამ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: 

 

"მხედველობაში გვაქვს ახმეტის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გაკეთებული განცხადება სატელევიზიო ეთერში, გამგეობის თანამშრომელთა იძულება "პირადი განცხადების" საფუძველზე, სამსახურიდან მასობრივად დათხოვნის შესახებ და რაც წინააღმდეგობაში მოდის, წინასაარჩევნოდ კოალიცია "ქართული ოცნების" და ახლა უკვე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაკეთებული დაპირებისა, საშუალო და დაბალი კატეგორიის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაო გარანტიების შესახებ. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო მოსამსახურეთა მიმართ განხორციელებული ამგვარი მანკიერი პრაქტიკა არის წინა ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული სიმახინჯე, რასაც ქართულმა საზოგადოებამ უკვე გამოუცხადა უნდობლობა. დღეისათვის საქართველოს რეგიონებში, კვალიფიციური კადრების დეფიციტი სამწუხარო რეალობაა. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ საზოგადოებრივი მომსახურების განსახორციელებლად გამოცდილი და პროფესიონალი კადრების არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ბოლო რვა წლის განმავლობაში უამრავი სწავლება და ტრენინგი იქნა ჩატარებული ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და, მათ შორის, ჩვენ მიერ. საჯარო სექტორში დასაქმებულთა გადასამზადებლად დახარჯულია დრო, ენერგია და ფინანსები, გასათვალისწინებელია მოქმედი საჯარო მოსამსახურეთა სამუშაო გამოცდილებაც. შესაბამისად, არსებულის ჩანაცვლება შემთხვევითი, გინდაც ,,ერთგულების" ნიშნით შერჩეული კადრებით, საფრთხის წინაშე აყენებს სექტორს და მის წინაშე არსებულ გამოწვევებს", - მიიჩნევენ პროფკავშირში, სადაც აცხადებენ, რომ საქართველო საზოგადოებრივი მომსახურების ინტერნაციონალშია (PSI) გაწევრიანებული. გაერთიანება მზად არის  ყველა დონეზე დაიცვას მისი თითოეული წევრის ინტერესები.