Iverioni
«    ივლისი 2018    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
ივლისი 2018 (8)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
28-02-2018, 11:41
ნანახია: 342

საქართველოს მიწის ძარცვა საქართველოს ხელისუფლების თანხმობით, ანუ როგორ ანადგურებს ქვეყანას „არემჯი გოლდი“!

გარკვეული პერიოდულობით, ავადსახსენებელი „არემჯი გოლდის“ ირგვლივ, ქართულ ოქროს დახარბებულ ინტერესთა ჯგუფების „ციებ-ცხელების“ კამპანია იფეთქებს ხოლმე და დღესაც ამ პროცესის მოწმე ხდება ქართული საზოგადოება.

 

„ციებ-ცხელების“  პერიოდულობა დროში და სივრცეში ყოველთვის ემთხვევა საქართველოს ხელისუფლებაში გავლენის სხვადასხვა ჯგუფების გაძლიერებას და ახალი სამთავრობო ვერტიკალის შექმნის პროცესებს. მაშინაც, როდესაც მოქალაქეთა კავშირი ჩაანაცვლა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მას შემდეგაც, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში.  თუმცა დღეს მიმდინარე პროცესები გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ „ციებ-ცხელების“ ახალი ეტაპი უკვე „ქართული ოცნების“ შიგნით მიმდინარე გარჩევებს უკავშირდება და ახალი სამთავრობო გუნდის ფორმირების  თანმდევი პროცესია. 

 

თუ ქართული მხარის წილის მფლობელები წმინდა პოლიტიკური კონიუქტურის მიხედვით იცვლებიან, ამას ვერ ვიტყვით რუსულ მხარეზე.  აქ ყველაფერი გარკვეულია -  რუსეთი, თავისი სპეცსამსახურების მეშვეობით  ნაცადი სქემით მოქმედებს  და  ყველა ბიზნესკომპანიაში, რომელსაც ის ფლობს საქართველოში,  80%-მდე აქციებს აკონტროლებს! 

 

რუსული  სპეცსამსახურები წყვეტენ,  ხოლო,  რუსული აქციების პაკეტის  მფლობელების ცვლილება კი ე.წ.  ფრონტინგის  მეშვეობით ხდება,  როცა  ერთი  ბიზნეს ჯგუფი,  რეალური ზრახვების დაფარვის მიზნით,   სხვა კომპანიის სახელით მოქმედებს. 

 

ამ მხრივ არც „არემჯი გოლდის“ დღევანდელი მფლობელები არიან გამონაკლისები, რომლებმაც  2012 წლის ზაფხულში რუსი ოლიგარქი გენერალოვი ჩაანაცვლეს ქართულ ოქროს  წარმოებაში.  რუსი  ბიზნესმენები დიმიტრი ტროიცკი და დიმიტრი კორჟევი ე.წ. პეტერბურგის მილიარდელების ჯგუფის წარმომადგენელები არიან.  ეს ჯგუფი კი ცნობილია იმით, რომ უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტის პუტინის კეთილგანწყობით და პატრონაჟით სარგებლობს და შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინი უშუალოდ მისი თხოვნით (და ფეესბეს თანხმობით) შემოვიდნენ საქართველოში.

 

ყოველი ქართველის ერთობლივი საკუთრების - ქართული მიწისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება, ქართული ისტორიის (საყდრისი) აფეთქება, ეკოლოგიური კატასტროფა,  ფიქტიური და არ განხორციელებული ინვესტიციები, ასეულ მილიონობით ჯარიმების და გადასახადების არ გადახდა და დამალვა -  აი, ის გარემოებები რის წინაშეც დგას დღეს ქართული საზოგადოება.

   

ერთის მხრივ სახეზე გვაქვს, ოკუპანტის გაცხადებული განზრახვა: ქართული სახელმწიფოისთვის უდიდესი ეკოლოგიური, კულტურული და ისტორიული ზიანის  მიყენების ფონზე,  გაძარცვოს ჩვენი წიაღისეული და მიიღოს მაქსიმალური ფინანსური სარგებელი. მეორეს მხრივ კი უსუსური და არა ქმედითი ქართული სახელმწიფო, დღევანდელი ხელისუფლების სახით, რომელიც მხოლოდ პირადი, მერკანტილური ინტერესებით მოქმედებს და ცდილობს ამ „ციებ-ცხელების“ ფონზე საკუთარი პოზიციები გაიმყაროს ქართული ოქროს წარმოებაში.

 

მნიშვნელოვანი გარემოებაა ისიც,  რომ ფორმალურად ქართული მხარის წილი ჯერ ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის სახელზე ირიცხება და შესაბამისად, დღეს ატეხილ „ციებ-ცხელებაში“ ამ პარტიის და მისი განაყოფის წარმომადგენლები, დღევანდელ ხელისუფლებასთან სრული კოჰაბიტაციის რეჟიმში ორკესტრირებენ.

 

მიგვაჩნია, რომ შექმნილი ვითარება უაღრესად კრიზისულია და მდგომარეობის დაუყოვნებლივი გამოსწორების მიზნით, ბოლოსდაბოლოს სცენაზე უნდა გამოჩნდეს საქართველოს სახელმწიფო თუ კი ასეთი არსებობს რეალობაში.

 

მოვითხოვთ, კანონმდებლობის სრული დაცვით, მოხდეს კომპანია „არემჯი გოლდის“ სპეციალური მართვის რეჟიმში  გადაყვანა, დანიშნოს სპეციალური სახელმწიფო  მმართველი, რომელიც საფუძვლიანად შეისწავლის ფაქტობრივ გარემოებებს, უზრუნველყოფს საწარმოო პროცესების დადგენილი ნორმებით წარმართვას, დაადგენს რეალური ინვესტიცების რაოდენობას, მოახდენს დამალული და არ გადახდილი გადასახადების (ჯარიმების)  პასპორტიზაციას და უზრუნველყოფს მათ ამოღებას სახელმწიფოს სასარგებლოდ.

 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ რეჟიმში ფუნქციონიერებს  კომპანია „ყაზტრანსგაზი“  2009 წლიდან და ამ ხნის განმავლობაში ,არც მომხმარებელს, არც კომპანიაში დასაქმებულებს  და არც უშუალოდ ბიზნესს არ მიყენებია ფინანსური თუ სხვა სახის ზარალი.

 

„სახალხო პარტია“