Iverioni
«    მაი 2018    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
მაისი 2018 (6)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
იანვარი 2018 (7)
დეკემბერი 2017 (7)
1-05-2018, 09:58
ნანახია: 236

გაულაწუნე!

(სენაკის მერის, ლევან კუპრეიშვილის და „ქართული ოცნების“ გასაგონად)

 

ერთ პოპულარულ ფილმში გაფუებულსა და გამოქლიავებულ ყმაწვილს დაატარებს განწირული დედა და ყველას ეხვეწება, დაშტერდა და ერთი-ორი შემოულაწუნეთ ამ ჩემს ბიჭსო!

 

 

ანუ, გამოაფხიზლეთ, აზრზე მოიყვანეთო!

 

თუ გახსოვთ, მხოლოდ გამორჩეულ ხალხთან მიჰყავს გასალაწუნებლად, უბრალო ხალხის გალაწუნებას ჭრა არა აქვსო!

 

ეს ამბავი ლანდა მასხულიასა და ლევან კუპრეიშვილის ტანდემმა გამახსენა.

 

კაი ეშმაკია ეს ქალი!

 

დაატარებს ლანდა-დედობილი ამ ლევან-შვილიკოს პოსტიდან პოსტში და ალაწუნებინებს და ალაწუნებინებს ხალხს ხან ერთ ლოყაზე და ხან მეორეზე!

 

სხვა თემაა, რომ ამ გალაწუნებას შედეგი არ მოაქვს!

 

არადა, ლანდა მთავარ პარამეტრს, აუცილებლად დიდმა უნდა გაულაწუნოსო, იცავს!

 

- ულაწუნებენ სენაკის მერს ხან მწერლები და ჟურნალისტები, ხან პროფესორები და აკადემიკოსები, ხან კომპოზიტორები, ხან მეცნიერები, მაგრამ დადის ეს კაცი მაინც დაშტერებული, ჩასჭიდებია ლანდას ტურტლიან კაბას და უაზროდ ატრიალებს თვალებს!

 

ვეხმარებითო და, კი ულაწუნეს მდაბიოებმაც, ხან მდივანმა და თანაშემწემ, ხან პირველი კატეგორიის „ლევან კუპრეიშვილის მხარდამჭერმა“, ხან ცხონებულმა გულბაათ ჭავჭავაძემ, ხან არარსებულმა ვახტანგამ და ჯემალამ, ხან მერიის ქალღმერთმა დალიმ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ!

 

ვერ გამოაკეთეს!

 

არც იმ დიდების გალაწუნებამ უშველა, და არც ამ პატარებისამ!

 

ეს მომცროები მაინც ისე უმოწყალოდ ულაწუნებდნენ, ზედმეტიც კი მოუვიდათ და სულ დააშტერეს!

 

გიორგი მასხულიამაც კაი ხოშიანად გაიგდო ლაწუნქვეშ...

 

ერთმა დაკვირვებულმა მოლაწუნემ ისიც მითხრა, თუ აკვირდები, ჩვენი მერი ისე შეეჩვია და მიხვრა-მოხვრითაც კი დაემსგავსა გიორგი მასხულიას, რომ ღმერთმა დაიფაროს, მაგასაც ისე დაუწყონ ლაწუნი, გიორგის რომ პერიოდულად ულაწუნებენო!

 

აბააა!?

 

იმასაც ამბობენ, სანამ ამ გულუბრყვილო პაციენტს თავად ლანდა არ გაულაწუნებს, აზრზე ვერ მოვაო!

 

ალბათ იმას გულისხმობენ, რომ დღემდე არცერთ გამგებელს ლანდა კაბინეტში არ შეუშვია!

 

ზოგი მას გამგეობის ტერიტორიაზეც არ ადგმევინებდა ფეხს!

 

მიუგდებდნენ ერთ პოლლიტრას და ერთ ცალ მჟავე კიტრს და გაუშვებდნენ ნა ჰუიზე!

 

ახლა კი სხვანაირადაა, დაატარებს ეს ქრონიკული ლოთი ამ შვილისტოლა მერს და თავად უშვებს იქ, სადაც მას მუდამ გარანტირებული აქვს თავისი ადგილი!

 

გალაწუნება არ შველის და აბა რა ქნას!

 

მოვა დრო, და ბატონ მერს ისე გაულაწუნებენ, ნოკაუტშიც ჩააგდებენ, მანამდე კი მინდა მოვასწრო და ვურჩიო, აწინდელ ღონისძიებებში ჩემს ლექსებს ნუ გარევს...

 

ხოლო ჩემს ლექსზე შექმნილი სენაკის ჰიმნი ლანდას ამ ლექსით ჩაანაცვლოს:

 

„ამ დუნიაზე რაც ვიწანწალე,

მე, მაინც მზრდიდა ჩემი სენაკი,

ჩუმი დარდებით ბევრი ვიწვალე,

ვარ ქრისტეშობის მსხვილი ბურაკი.

ცაში ავარდა ველური ტალღა,

და ჩემს თანამგზავრს მოსწყდა

ვარსკვლავი,

მე, ვერ ვიქნები უშენოდ ლაღად,

სჯობდა თავიდან რომ გამეცანი...

მე, ისევ ვრჩები შავი ზღვის ფსკერზე,

შენ კი ცაში ხარ, ბედის ვარსკვლავი,

როგორ მოგწვდები, ჩემს გემრიელ კერძს,

უკვე დავკარგე სხივთ სათვალავი...“

 

ამ სისულელეს ახლა მე ვულაწუნებ სახეში ლევან კუპრეიშვილს, ლანდა მასხულიას და ყველას, ვისაც ეს ქალი პოეტი ჰგონია!

 

ვასილ ბესელია