Iverioni
«    იანვარი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
იანვარი 2019 (8)
დეკემბერი 2018 (12)
ნოემბერი 2018 (15)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
24-08-2018, 16:15
ნანახია: 1230

ზაურ ნაჭყებია: რატომ ვუჭერ მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში თეიმურაზ შაშიაშვილს?!

გულწრფელად ვამბობ: არ ვყოფილვარ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, არათუ პრეზიდენტობის, არამედ, რიგითი დეპუტატობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილი პირი და მხარდამჭერი.პრაქტიკულად არასდროს ვყოფილვარ ჩართული წინასაარჩევნო ბატალიებში.

 

მაშ, რატომ ვუჭერ მხარს ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილს და რატომ დავთანხმდი ვიყო მისი ნდობით პირი?!

 

იმიტომ, რომ, იგი:

 

არც „ნაცია“ და არც „ქოცი“, ამასთან, არც ერთი ფულით გატენილი, ან პოლიტიკურად გაკოტრებული პარტიის მხარდაჭერით არ სარგებლობს, რაც მის გამორჩეულობაზე მეტყველებს.

 

დამოუკიდებლად ერთვება წინასარჩევნო მარათონში და სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებისგან განსხვავებით, აქვს სრულიად ორიგინალური საარჩევნო სტრატეგია, რაც ამომრჩეველთან უშუალო კომუნიკაციას ეფუძნება და უარს ამბობს გრანდიოზულ შოუებზე და ყალბ, არაფრისმთქმელ დაპირებებზე.

 

მიუხედავად იმისა, რომ ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში სახელმწიფოს მართვის სისტემა ჩაფლული იყო კორუფციის ჭაობში, ყოველთვის ახერხებდა შეენარჩუნებინა უმწიკვლო ჩინოვნიკის რეპუტაცია - სახელმწიფოს და ხალხს ემსახურებოდა უანგაროდ!

 

სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ქართულ ფესვებზე „დამყნობილი“ პიროვნებაა.ამასთან, გამოცდილი, ერუდირებული, კომუნიკაბელური, საკუთარი პრინციპების ერთგული და ზნეობრივად გამართული პოლიტიკოსია, რომელიც (დარწმუნებული ვარ), პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში მთელ ძალისხმევას ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის სწორ რელსებზე გადაყვანას მოახმარს.

 

დღევანდელი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, არ არის აგრესიული პოლიტიკის მომხრე, აქედან გამომდინარე, მისი პიროვნული თვისებებიდან და სახელმწიფობრივი ხედვიდან გამომდინარე, ყველაფერს გააკეთებს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის არსებული უთანხმოების დასაბალანსებლად!

 

არასდროს გაურბის პასუხისმგებლობას. იგი, როგორც მოუსყიდავი ლიდერი, ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრში იდგა და საზოგადოებაში უშიშარი ჩინოვნიკის სახელით სარგებლობდა და დღესაც სარგებლობს!

 

შიშველი ხელებით ჩაება უთანასწორო წინასაარჩევნო მარათონში და თავისი შეუვალი პოზიციით დაამტკიცებს, აქვს თუ არა საერთოდ აზრი საქართველოში არჩევნების ჩატარებას.

 

იცის, როგორ გამოვიდეთ ქრონიკული პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისიდან-მიიჩნევს, რომ ქვეყნის გადარჩენა მხოლოდ ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობითაა შესაძლებელი.

 

მომზადებული აქვს ობიექტურ ანალიზზე დაფუძნებული საპრეზიდენტო პროგრამა.

 

ერთი სიტყვით. მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში საქართველოს ეყოლება ღირსეული მეთაური - ქვეყნის შიგნით სიმშვიდის გარანტი, ქვეყნის გარეთ სახელმწიფოს ღირსეული დესპანი!

 

აი, რატომ ვუჭერ მხარს თეიმურაზ შაშიაშვილს!

 

იფიქრეთ თქვენც!!!