Iverioni
«    აგვისტო 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
1-11-2018, 10:16
ნანახია: 1862

ზაურ ნაჭყებია: ვაღიარებ, ჯერჯერობით, ყველაზე სწორი პოლიტიკური გზავნილი ნინო ბურჯანაძისგან წამოვიდა!

მიუხედავად, მისი, როგორც პოლიტიკოსის მიმართ ობიექტური პრეტენზიებისა (ვგულისხმობ მის მონაწილეობას ე.წ. „ვარდების რევოლუციაში“ და სააკაშვილის ზეობის პერიოდში მისი მხრიდან დაშვებულ ნებსით თუ უნებლიე შეცდომებს), უნდა ვაღიარო, რომ ნინო ბურჯანაძე ერთადერთი პოლიტიკოსია, ვინც ყველაზე სწორად შეაფასა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და დღევანდელ სიტუაციას მწვავე პოლიტიკური კრიზისი უწოდა (ვგულისხმობ, მის გუშინდელ ბრიფინგს და პირდაპირ სატელევიზიო ეთერს)!

 

სწორედ მწვავე პოლიტიკური კრიზისის ნიშანია, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში არდაბრუნების შიშით, „ქართული ოცნების“ მიერ პატივდებული კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას გაიძულებენ, რაც იგივე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის გახანგრძლივების პირდაპირპროპორციულია!

 

ვეთანხმები ქალბატონ ნინოს, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის შედეგები 2011 წლის 26 მაისმა მოიტანა, რომ სწორედ ის „ბართლომეს ღამე“ გახდა ბოლო წვეთი საზოგადოების უმრავლესობისთვის - რისკის ფასად უარი ეთქვა სააკაშვილის რეჟიმისთვის, რომ სწორედ ის სისხლიანი ღამე გახდა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის მთავარი პოლიტიკური მოტივაცია.

 

ვეთანხმები იმაშიც, რომ ამ კრიზისული (სახიფათოდ აბსურდული) სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, რომელმაც საბოლოო წერტილი უნდა დაუსვას ერთი მთლიანი ნაწილისგან შემდგარი ორი პოლიტიკური მონსტრის - „ნაციონალებისა“ და „ოცნების“ ქართული პოლიტიკური სივრციდან განდევნას!

 

სხვანაირად, ქვეყანა ვერ დაწყნარდება!!!

 

და ბოლოს: მიუხედავად ნინო ბურჯანაჯისადმი მიკერებული პრორუსული იარლიყისა, გულწრფელად ვიტყვი: იგი საკმაოდ დახვეწილი ქართველი პოლიტიკოსია, რისი დასტურიცაა მისი სწორი პოლიტიკური გზავნილები, სიტუაციის ობიექტურად შეფასების უნარი და თუნდაც, მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში არმონაწილეობა.