Iverioni
«    იანვარი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
21-01-2019, 12:26
ნანახია: 468

გიორგი ტიგინაშვილი: რამ გააბოროტა რადიკალები და რუსეთუმეები, რატომ მცხებენ ჩირქს უმიზეზოდ?!

მოკლედ, ჩემს მიმართ გაწიწმატებულები და გავეშებულები არიან რადიკალები და რუსეთუმეები! 

 

ვერ მიტანენ და აღარ იციან, როგორ მიკბინონ და რა მომიგონონ: ხან ბოტები და ტროლები მლანძღავენ, ხანაც ხელმოცარული მარგინალები. ცდილობენ შეურაცხყოფა მომაყენონ, რომ მათი ჭკუით მერე პროვოკაციაზე წამომაგონ, რამე არაკორექტული სიტყვა დამტყუონ, რათა შემდეგ ამ ნიადაგზე ჩემი დისკრედიტაცია წამოიწყონ. ვერ მივართვი: არ ვიგინები, არ ვიწყევლები და არ ვბილწსიტყვაობ! 

 

ყველაზე უბადრუკები და უსუსურები მაშინ არიან, როცა ლიბერალობას, სოროსელობასა და მოსყიდულობას მაბრალებენ ხოლმე. განა არ იციან რომ სისულელეს ბოდავენ, უბრალოდ მათთვის მთავარია ილუზორული მტრის ხატი და შეთქმულების კონსპიროლოგიური თეორიები შეთხზან, იმისათვის, რომ შინაგანი ადრენალინი მიიღონ საკუთარი კომპლექსების, ბოღმისა და ცილისწამებისგან. თანაც, როგორც ჩანს თავად უწესოებსა და გაყიდულებს, ვერ წარმოუდგენიათ, რომ ადამიანი სიმართლეს უფულოდ და ანგაჟირების გარეშე, მხოლოდ პროფესიული წესიერების პათოსით აჟღერებდეს.

 

მოკლედ, საგონებელში არიან. არ ვიგინები, არ ვეწევი, არ ვსვამ, არ ვნარკომანობ, არ ვმრუშობ, არ ვარ გეი, არ ვარ "ქლაბერი", არ ვარ პარტიული, არ ვარ ლიბერალი, არ ვარ ენჯეოელი, არ ვარ უწიგნური... ჰოდა აღარ იციან რა მომიხერხონ, იმისთვის რომ "გამაშავონ"!

 

ემთვის, აკადემიზმი და კულტურა იყო, არის და იქნება უმთავრესი მოწოდება!

 

დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის! ერთი რამ ვიცი, რომ ვმოქმედებ პატიოსნებით, სინდისით, ქრისტეს მიმართ ერთგულებითა და სიმართლის სიყვარულით. დაე უფალმა განსაჯოს!

 

ყველას სიკეთეს და ღვთის მადლს ვუსურვებ. მათ შორის ჩემს მტრებსაც!