Iverioni
«    აგვისტო 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
31-03-2020, 16:50
ნანახია: 493

ზაურ ნაჭყებია: ეკლესიას მაინც ვერ მოინელებთ, ქრისტეს ფეხის მკვნეტელებო!

სამი დღის წინ, ღამის 3 საათზე, ერთმა ჩემმა კოლეგამ, ახლო მეგობარმა და პირუთვნელმა პუბლიცისტმა დამირეკა და ვიდრე, უდროო დროს დარეკვის მიზეზს ვკითხავდი, სეტყვასავით მომაყარა: - ზაურ, ეკლესიას რაღაცას გაუჩალიჩებენ ეგ შობელძაღლები!

 

გაირკვა, ვახო სანაიასთან მამა შალვა კეკელიას ინტერვიუსთვის უყურებია სოციალურ ქსელში, რის გამოც აღშფოთებას ვერ მალავდა... მეგობარი მიმტკიცებდა, რომ სანაიას კითხვების ქვეტექსტში მძიმე პერსპექტივა იკითხებოდა, ანუ ჩემი მეგობარი პუბლიცისტის თქმით, ლიბერასტები არ აპატიებენ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს "ურჩობას" - ეკლესიას შეუგზავნიან კორონავირუსით დაინფიცირებულ თუნდაც ერთ ადამიანს და მძიმე ცოდვას აკიდებენ, რაც დაანგრევს მის ავტორიტეტს!

 

მეგობარი დავამშვიდე: ვუთხარი, რომ ამათგან არაფერია გამორიცხული, მაგრამ, ეს გამოწვევა კარგად აქვს გააზრებული თავად ეკლესიას და ისინი მიხედავენ-მეთქი! თუმცა, როგორც იტყვიან, ეშმაკს არ სძინავს!..

 

წესად მაქვს: როცა რომელიმე თემატიკაზე ვმუშაობ, ხარბად ვეწაფები სპეციალურ ლიტერატურას, ვიღებ კონსულტაციებს სათანადო სპეციალისტებისგან და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებ საკუთარი აზრის ფორმირებას. განსაკუთრებით, ფრთხილი ვარ ისეთი ფაქიზი თემის მიმართ, როგორიცაა: რელიგია!

 

მე არც ღრმადმორწმუნეობაზე ვდებ თავს და არც თეოლოგი გახლავართ,  მაგრამ, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს და ერთ-ერთი ტაძრის სტიქაროსანს, მაქვს საკუთარი შეხედულებები იმ საეკლესიო რიტუალთან დაკავშირებით, რასაც ერთ თვეზე მეტია ეკლესიას უკიჟინებენ. იგულისხმება ზიარების საიდუმლოს გადახედვა, რომელსაც საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა მხარი არ დაუჭირა!

 

ულტრა-ლიბერასტები და ეკლესიის დაუძინებელი მტრები მრევლის დაინფიცირების თავიდან არიდების მიზნით, მოითხოვენ ზიარება აიკრძალოს ერთი კოვზიდან, რასაც არ ეთანხმება საქართველოს ეკლესია. სასულიერო იერარქიის მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ ზიარების საიდუმლოს წესი გადახედვას არ ექვემდებარება - მითუმეტეს, წარმოუდგენელია, ეკლესია თავისი მაცოცხლებელი (ცხოველმყოფელი) ბუნებიდან გამომდინარე, გახდეს საკუთარი მრევლის დაინფიცირების წყარო! მეორეც, თუ ზიარების საიდუმლოს მთავარი მისია პურის და ღვინოს ქრისტეს სისხლად და ხორცად გადაქცევა არ არის, მაშინ, რატომ ვიკლავთ თავს ეკლესიაში სიარულით?! პური და ღვინო ხომ სახლშიც მოგვეპოვება და თვითონვე ვეზიაროთ!!! როცა მართლმადიდებელი მრევლი ზიარების საიდუმლოს ცხოველმყოფელ ძალას ეჭვქვეშ აყენებს და ერთი კოვზიდან ზიარებას საშიშად მიიჩნევს, გამოდის, რომ ის ძალიან შორს დგას ჭეშმარიტი რწმენისგან.

 

ნიშანდობლივია ისიც, რომ ყველაზე მეტად ზიარების საიდუმლოს შეცვლას ითხოვენ ისინი, ვისაც არაფერი აკავშირებს მართლმადიდებლობასთან და საკუთარი პოზიციის შეუვალობას მრევლისადმი "განსაკუთრებული" ზრუნვით ამართლებენ (ისემც, მათ რა ვუთხარი)! ულტრა-ლიბერასტები და მათთან მიტმასნილები, უკვე უხერხული ეპითეტებით ამკობენ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს იმის გამო, რომ იგი არ ითვალისწინებს მსოფლიოს სხვა მართლმადიდებელი ეკლესიებისა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების გადაწყვეტილებას - დახურონ ტაძრები და წირვა-ლოცვები ჩაატარონ დისტანციურად.

 

მართალია, ეკლესიამ მხარი დაუჭირა (მრევლს მოუწოდა) საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვებს, რისი დასტურიცაა: ეკლესიების რადიოფიცირება, მრევლის დისტანცირება და "სიტკბოების" ერთჯერადი ჭიქებით მიღება, მაგრამ, ლიბერასტები თვლიან, რომ ეს არ არის საკმარისი - ზიარების წესი უნდა შეიცვალოს და პანდემიის პირობებში ეკლესიებიც უნდა დაიხუროს!

 

ის, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებული მისია აკისრია, წმინდა სინოდის ბოლო სხდომამაც დაადასტურა - მიუხედავად მძიმე ზეწოლისა, მან (წმინდა სინოდმა) ზიარების წესი არ შეცვალა და არც ეკლესიების დახურვას დაუჭირა მხარი! ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ეს რომ მოხდეს, არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს უფლის მადლი განეშორება, წმინდა მარიამ ღვთისმშობელიც (რომლის მფარველობასაც წამდაუწუმ ვიჩემებთ) გაგვინაწყენდება, რაც ფაქტიურად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თვითლიკვიდაცია იქნება!

 

რაც შეეხება კორონავირუსთან დაკავშირებულ საფრთხეებს, არავინ ამბობს, რომ სიფრთხილის ზომები არ დავიცვათ, მაგრამ, ამის გაკეთება ეკლესიისგან მრევლის სრული იზოლირების გარეშეც შეიძლება. არსებობს მეორე გზაც, რომელიც განსაკუთრებით მიზანშეწონილი შეიძლება გახდეს კარს მომდგარი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში - ხანდაზმულები და ქრონიკული ავადმყოფები სახლში მისვლით აზიარონ მოძღვრებმა, რომ პანდემიით გამოწვეულმა შიშმა ისინი არ დააბრკოლოს და ზიარების გარეშე არ დარჩნენ.

 

P.S. ხვალიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინი ცხადდება, რაც არსებითად ზღუდავს მოქალაქეთა გადაადგილებას. სამწუხაროდ, გახარიას დღევანდელ ბრიფინგზე ეკლესიასთან მიმართებით კონკრეტული პირობები არ დაუსახელებია. იმედია, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ეკლესია დაკეტილი, ხოლო, მრევლი სახლში კარჩაკეტილი არ შეხვდება.

 

ღმერთმა არ ქნას!