დავით ღვინიანიძის თავბრუდამხვევი კარიერა და სხვა ხელოვანებისთვის გაკვალული გზა წარმატებისკენ.

დავით ღვინიანიძის თავბრუდამხვევი კარიერა და სხვა ხელოვანებისთვის გაკვალული გზა წარმატებისკენ.

 

მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერლი – ბარიტონი დავით ღვინიანიძე პანდემიის შემდეგ სცენასა და საზოგადოებას განახლებული პროექტებითა და ახალი ინიციატივებით უბრუნდება.

 

ცნობილი მომღერლის  წარმატება  პიკს აღწევს, მის კარიერაში სიახლეა – ფილადელფიაში მალე გაიხსნება „დავით ღვინიანიძის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრი“, რომელიც წარმოადგენს 2000-ადგილიან დარბაზს მაყურებლებისათვის, გარშემოტყმულს  უზარმაზარი ბაღით და საპარკინგე ზონით 200 მანქანისთვის.  ასეთი ცენტრები აგრეთვე გაიხსენება  ბოსტონში, ნიუ-ჯერსიში, ნიუ-იორკსა და მაიამიში. 

 

„ეს იქნება ბოჰემური თავშეყრის ცენტრები, სადაც  მუსიკოსები, მომღერლები, მოცეკვავეები თუ მხატვრები თავიანთი ხელოვნების დემონსტრირებას შეძლებენ. ეს ხელოვნების ოაზისები, რომლებიც ჩემს სახელს დაუკავშირდება, ბედნიერს მხდის. მე ამის საშუალებას ეს ქვეყანა მაძლევს. მოკლედ, ამ პანდემიური  ჩაკეტილობის ჟამს სხვა არაერთი გეგმაც დაიბადა, რომელიც მალე განხორცილედება და საზოგადოებისთვისაც ნათელი გახდება“ – აღნიშნავს  ცნობილი მომღერალი.  

 

საქველმოქმედო ფონდი „მსოფლიო ტალანტები“ კვლავ გააგრძელებს თავის კულტურულ-სახელოვნებო პროექტების განხორციელებას მსოფლიოს სხვადსხვა სცენაზე, მათ შორის, საქართველოშიც. ამ ფონდის ეგიდით ცნობილმა ბარიტონმა თავის მშობლიურ ქალაქ ქუთაისში უკვე დააარსა „ქუთაისის ოპერის საერთაშორისო ცენტრი“, რომელმაც მსოფლიოში ცნობილ საოპერო მომღერლებს უმასპინძლა. ამით ხელი ეწყობა, ქუთაისის, როგორც საოპერო ქალაქის აღორძინებასა და პოპულარიზაციას. 

 

მუსიკალური პროექტი „გზა კარნეგი ჰოლისკენ“ კი ტელეეკრანებზე გადაინაცვლებს და მსოფლიოს მასშტაბით ყველა ბავშვს, 6-დან 18 წლამდე,  მისცემს მონაწილეობის, საზოგადოების წინაშე გამოსვლისა და კარიერული  წინსვლის  საშუალებას, მაყურებელი კი არაჩვეულებრივ სატელევიზიო შოუს იხილავს. 

 

შეგახსენებთ, რომ 2021 აშშ-ში დააარსდა დავით ღვინიანიძის  სახელობის ვოკალური აკადემია, სადაც  ძალიან ბევრი მოსწავლე სწავლობს. ეს აკადემია მომღერლის ხმის ფორმირებას ემსახურება.  ეს არის აკადემია, რომელიც ვოკალურ-საშემსრულებლო ხელოვნების ოსტატობას უწყობს ხელს. მომღერალი ამბობს, რომ ძალიან ბედნიერია, რადგან იქ არა მხოლოდ  ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი შემსრულებელი მივიდა სასწავლებლად, არამედ  მასზე  10-20 წლით უფროსი კოლეგებიც დაინტერესებული არიან. 

 

 

მოამზადა ია ჯღარკავამ

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: