დავით ღვინიანიძის გავლენის სფეროები ფართოვდება – საქართველო კი მისი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება

დავით ღვინიანიძის გავლენის სფეროები ფართოვდება – საქართველო კი მისი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება

დავით ღვინიანიძის გავლენის სფეროები ფართოვდება – საქართველო კი მისი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება. 

 

მსოფლოში ცნობილი ოპერის მომღერალი და ბარიტონი საზოგადოებრივი მოღვაწეობით, ქველმოქმედებითა და მეცენატობითაც  ცნობილია.

 

 

მსოფლიო დონის ბარიტონის ცხოვრებასა და შემოქმედებაში ბევრი სიახლეა, მათ შორისაა „დავით ღვინიანიძის სახელობის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრი“ ფილადელფიაში. ეს უნიკალური ცენტრი  რამდენიმეხნიანი მოლაპარაკების შემდეგ  ამერიკული მხარის ინიციატივითა და ხელშეწყობით  ახლახან გაიხსნა. დავით ღვინიანიძე დიდი გავლენითა და სახელით სარგებლობს ამერიკულ ელიტურ საზოგადოებაში, რასაც საქართველოს პოპულარიზაციისთვისაც იყენებს. სექტემბერში მისი სახელობის  ცენტრის გრანდიოზული გახსნის ცერემონია იგეგმება, რომელსაც მთელი მსოფლიოდან მოწვეული ხელოვანები და სხვა მნიშვნელოვანი პირები დაესწრებიან. 

 

უნდა აღინიშნოს, რომ დავით ღვინიანიძე ერთადერთი ქართველი საოპერო მომღერალია მსოფლიო ისტორიაში, რომლის სახელობის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრიც ამერიკის სახელმწიფოს მხარდაჭერით დაარსდა.

 

ბარიტონ დავით ღვინიანიძის კულტურული საქმიანობა ჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოთან. სულ მოკლე ხანში ის არაერთი  დიდი  პროექტის მხარდამჭერი გახდა. ამავე დროს, უშუალოდ მისი ინიციატივით რამდენიმე მასშტაბური პროექტი იგეგმება, რომელსაც საზოგადოება მალე იხილავს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: