Iverioni
«    დეკემბერი 2022    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ნოემბერი 2022 (2)
სექტემბერი 2022 (4)
ივლისი 2022 (1)
ივნისი 2022 (4)
მაისი 2022 (3)
აპრილი 2022 (3)
14-09-2022, 14:22
ნანახია: 929

„ბიორაგი” - მსოფლიოს ახალი საოცრება!

 

 

 

ღია წერილი

 

 

 

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს

მის უწმინდესობას ილია მეორეს,

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს,

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს

ქალბატონ თეა წულუკიანს

 

 

მსოფლიოს პირველ შვიდ საოცრებაზე ხმის დაძვრა უხერხულიც კი მგონია წიგნიერი ხალხის წინაშე. აქ ეგვიპტის პირამიდები ტოლს არავის დაუდებს, მეორე სემირამიდას ცაში დაკიდული ბაღებია, მესამე - არტემიდას ტაძარი ეფესში, თავისი სახელის უკვდავსაყოფად რომ გადაწვა ჰეროსტატე დამთხვეულმა, მეოთხე - ზევსის ქანდაკება ოლიმპოში, მეხუთე - ჰალიკარნასის მავზოლეუმი, მეექვსე - როდოსის კოლოსი, მეშვიდე - ალექსანდრიის შუქურა. აი, ამოიწურა ჩვენი საოცრებათა სკივრი. ამათთაგან, მხოლოდ ერთადერთი დგას მიწაზე მყარად - ეგვიპტის პირამიდები და კიდევ - ჩინეთის დიდი კედელი, რომელიც მხოლოდშობილივით მოჩანს მთვარის სიშორიდან, როგორც პლანეტარული ცივილიზაციის უპირველესი ნაგებობა. მაგრამ რა, ამ კედელმა ჩინეთს თუ დიდება მოუტანა, შექმნა მისი მონოლითური სული და ინდივიდუალობა, სამაგიეროდ ფაუნისა და ფლორის ათასობით წარმომადგენელს მოუსპო სიცოცხლე. ესე იგი, ვერ გამოდგება ამაღლებულ-მშვენიერის ნიმუშად.

 

რაც შეეხება ჩვენეულ მერვე ნომიმანტს მსოფლიო საოცრების პრეისტორულ ნუსხაში დასამკვიდრებლად - ყველასთვის მოულოდნელი და წარმოუდგენელიც კია... დიახ, იგი გახლავთ დიდად წიგნიერი და მუსიკალური კულტურით გაჯერებული პიროვნების, ქიმიის დოქტორის, პროფესორის, სახელმწიფო პრემიის ორგზის ლაურეატის, აკადემიკოს რამაზ გახოკიძის მიერ ოთხათეული წლის წინათ შექმნილი ფანტასტიკური პრეპარატი სახელწოდებით ბიორაგი.

 

ბიორაგმაფეხი კომუნისტობის პერიოდიდან აიდგა, მაგრამ ვერავინ მოიცალა მაშინ მისთვის. მხოლოდ ეროვნულმა მთავრობამ შეიგრძნო ამ გასაოცარი პრეპარატის ზოგადკაცობრიული მნიშვნელობა. წიგნი: გზა ხსნისა100 000 ტირაჟით გამოიცა იმხანად, მაგრამ ხანმოკლე აღმოჩნდა თავისუფალი საქართველოს მზე და ბიორაგისპერსპექტივებიც ჩრდილში მიდგა.

 

ბატონი რამაზ გახოკიძე ქარიშხლის ჭიქაში დატრიალებას ამაოდ ცდილობდა, ელოდა ჯადოსნურძალას, რომელიც ამ გასაოცარ აღმოჩენას მთელს პლანეტაზე დაამკვიდრებინებდა, მაგრამ ამისთანა სასწაულმოქმედი იგვიანებდა და აი, გამობრწყინდა, რაღაც იმედის სხივი - ეს სხივი შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი გახლდათ. სანდო ხალხს გაატანა კიდეც ყველა საჭირო დოკუმენტაცია ბიორაგზე, თუმცა იქიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. ან, რანაირად გაიგონებდა ამისთანა სანეტარო ხმას, როცა საჭირო ინფორმაცია მთავარ ადრესატამდე არც კი მიღწეულა. აქ არაფერია უცხო, განა ცოტა გვსმენია ხალხური სიბრძნიდან: ბევრი ვეცადე შენთვინა, ძლივს მოვახერხე ჩემთვინაო!

 

მთავარი წინაღობა ბიორაგის“ ბლოკირებისა მესასუქეების კასტა იყო და არის დღესაც - ისინი ყველაფერს აკეთებდნენ და აკეთებენ იმისათვის, რომ ამ გასაოცარ პრეპარატს სახელი გაუტყდეს! მიჰქონდათ ეს სითხე ქართველ ფერმერებს, ზედმიწევნით იცავდნენ თითქოს მცენარის თესლის მისით დამუშავების მეთოდოლოგიას, მოსავალიც მოჰყავდათ, გაცილებით მეტი, როგორც ამას ჩვეულებრივ პირობებში იღებდნენ, მაგრამ აუტკივარი თავის ატკივება არავის სურდა. ნაცადი გზა ისევ იმარჯვებდა - აქ ვიყო და ჭაკ ვიყო. მერედა, ბიორაგსუჭირს გენმოდიფიცირებულ მცენარეებზე ზემოქმედება, რომელიც ადამიანების გადასაშენებლადაა მოფიქრებული. მისი ასპარეზი ძირითადად ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ენდემური ჯიშებია.

 

იყო შემოთავაზებები თურქეთიდან, ეგვიპტიდან, აფრიკიდანაც კი, მაგრამ რამაზ გახოკიძეს ერთის მხრივ მამულიშვილური გრძნობა ამუხრუჭებდა ქვეყნიდან გაეტანა მისი სამშობლოს ასაღორძინებლად შექმნილი პრეპარატი, და მეორე, ის საინვესტიციო ჯგუფები ბიორაგისფორმულას სთხოვდნენ უკლებლივ, რაც პრეპარატს საერთოდ დაუკარგავდა საქართველოს ამ მამულიშვილურ ძალისხმევას და შესაძლოა მთელ კაცობრიობასაც კი, ვინაიდან ბიორაგიპირდაპირ ცხვირ-პირში ულაწუნებდა და ულაწუნებს დღესაც ანტიპლანეტარულ  გენურ ინჟინერიას, ეკოსოსტემის გამატიალებელ პესტიციდებს და ჰერბიციდებს, ათასნაირ შხამ-ქიმიკატს, რომლებმაც სამუდამოდ გაანადგურეს ჩვენი პლანეტის ჰუმუსი, მოგებას გამოდევნებული კორპორაციებისა თუ სინდიკატების მადათა სასარგებლოდ

 

 

 

მოგეხსენებათ, როგორც ყველა მოვლენა და ყველა საგანი, ოლიგარქიაც ორნაირია - პროგრესული და რეგრესული, საკაცობრიო და ანტიკაცობრიული. და, აი, . . ვაი-ოლიგარქიამ დიდი ხანია დედამიწა გარდაუვალი კატასტროფისთვის გასწირა

 

საილუსტრაციოდ რამდენიმე მაგალითს მოვიშველიებ სტატისტიკური მაჩვენებლების გვერდის ავლით:

 

გაუდაბურებულია ოდესღაც მოხასხასე ტყეები და ველ-მინდვრები;

 

გაიშვიათებულია ჰაერი;

 

ცაში აჭრილი ხეპრული ქალაქები გადაულახავ ბარიერად ეღობება წინ გადამფრენ ფრინველებს, მის კოჭებთან ცვივიან ისინი ფრთებდალეწილები და მათ მიერ მოსასპობმა პარაზიტმა მწერებმა აიშვეს ქვეყნის ოთხივ კიდით;

 

ატმოსფეროში გამოფრქვეული ფაბრიკა-ქარხნების, მანქანა-თვითმფრინავების გაზებისგან, თუ რადიაციული დარდუბალათი მუტაციას განიცდის განუხრელად ფლორა და ფაუნა;

 

დედამიწაზე გლობალური დათბობის შედეგად ინტენსიურად დნება პლანეტის პოლუსებზე ყინულის მასები, რომელიც კაცობრიული წარღვნის უტყუარი წინაპირობაა სახვალიოდ თუ არა, საზეგისოდ მაინც.

 

მილიარდერი ილონ რივი მასკი თითქოსდა განწირული სულისკვეთებით გამოსავალს ეძებს თავისი 9 შვილისთვის, თუ კაცობრიული ცივილიზაციისთვის, სერიოზული თანხის დაბანდებას აპირებს მარსზე სასიცოცხლო პირობების დასანერგავად. თავისთავად მსგავსი პროექტი თითქოსდა სისხლხორცეულად ემსახურება კაცობრიულ ინტერესებს, თუმცა ამავდროულად დედამიწის პრობლემებისადმი უნებლიე ზურგის შექცევა მგონია. თუკი მისივე ელექტრომანქანა ტესლასწარმოება კაცობრიობის სამსახურშია, მარსის პროექტზე მილიარდების გაფლანგვა სრულიად უსაგნურად გვეჩვენება. არის ვარაუდები, რომ მარსზე ხელოვნური არხები თითქოს წყალთა ნაკადისგანაა წარმოქმნილი; რომ მან სიცოცხლის პოზიცია მილიონობით წლის წინათ დათმო, დაკარგა ატმოსფერო და წითელ პლანეტად იქცა, რომელ შეფერილობასაც რკინის მადნისგან იღებს შორიდან მომზირალი თვალისთვის

 

ბერძნულად ოლიგარქი უმცირესობის მმართველობას ნიშნავს - ὀλίγον  ოლიგონცოტა და ἀρχή  არქეძალაუფლება. ეს იგივე ხელისუფლებაში მდიდარი კაცის ყოფნაა

 

მსოფლიოში დღეს 3228 მილიარდერია, რომელთა საერთო ქონება დაახლოებით 15 ტრილიონ აშშ დოლარიაამ თანხის 20-30 პროცენტი დედამიწის პრობლემებისკენ რომ მიმართოს მდიდართა კასტამ, კაცობრიული პრობლემების მეტი წილი ეგრევე აილაგმება - შიმშილი, სიღატაკე, ავადმყოფობა, უცოდინრობა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ,თითო-ოროლას გამოკლებით,მათი მეტი წილი გაურბის კაცობრიულ პრობლემებს და მერკანტილური მიზნებითაა დაკავებული. რაც მეტი ოდენობით ეყოლება კაცობრიობას ბიძინა ივანიშვილის გონების ოლიგარქები, მით ნაკლები იქნება საზოგადოებრივი აშლილობანი, რომელიც დედამიწას გულმოდგინედ მიაქანებს გარდუვალი ეშაფოტისკენ.

 

აი, როგორ და რანაირ ვითარებაშია აღმოცენებული ჩვენს პროტოიბერიულ სივრცეში კაცობრიობის მეოხ და გადამრჩენელ სივრცეში (იოანი - შუმერის შემოქმედი, პრომეთე-ამირანი - კაცობრიობისთვის ცეცხლის, გონითი სივრცის მიმწოდებელი და სტალინი - ფაშიზმის დამასამარებელი), აკადემიკოს რამაზ გახოკიძის მიერ შექმნილი მსოფლიოს ახალი საოცრება - პრეპარატი ბიორაგი

 

ბიორაგითდამუშავებული თესლი (ეფექტურია მცენარეზე ბიორაგისხსნარის შესხურებაც ვეგეტაციის პირობებში) დაკავებული მიწის ფართობი ტრადიციული გამოფიტვის სანაცვლოდ, გასაოცარ ცხოველმყოფელობას იძენს. თუკი აზოტოვანი და ფოსფორის სასუქებით, პესტიციდებითა და შხამ-ქიმიკატებით სავარგულები ორი-სამი მოსავლის შემდეგ აბსოლუტურად გამოუსადეგარი ხდება, აქ პირიქითაა საქმე - რამდენჯერაც დაკავდება ფართობი სასოფლო-სამეურნეო კულტურით, მით უფრო ნაყოფიერი ხდება. ხოლო რაც შეეხება მასზე მოწეულ პროდუქციას, ნებისმიერი მიმართულებით (ფაუნა, ფლორა), სამჯერ, ხუთჯერ მეტ მოსავალს იძლევა! ამავდროულად ეს მოსავალი აბსოლუტურად უწყინარია ადამიანის ორგანიზმისთვის. ბიორაგითდამუშავებული მცენარე გაცილებით სწრაფზრდადია. ეს თვალსაჩინო გახდა ვერცხლისფერი ნაძვის მაგალითითაც, რომელი პროექტი იტალიელებისთვის განხორციელდა რომის სიახლოვეს. ასეთი მცენარე ადრინდელთან შედარებით გაცილებით მძლავრი ვარჯით გამოირჩევა, შთანთქავს დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს და გამოჰყოფს მეტი ოდენობის ჟანგბადს. ეს კი მიმანიშნებელია იმისა, რომ დედამიწის მცენარეულ სამყაროსბიორაგისმეშვეობით შესწევს ათწლეულობით დაკარგული ატმოსფეროს სრულფასოვანი აღდგენა. ამისთანა შემთხვევაში დღის წესრიგიდან მოიხსნება დათბობის საშიშროებაც, რომელიც იწვევს პოლუსებზე ყინულის მასის ინტენსიურ დნობს და ჩვენს პლანეტას მორიგი წარღვნიკენ მიაქანებს! ბიორაგიგვათავისუფლებს იმ უტოპიური პროფილაქტიკისგანაც, რასაც ტრილიონების შეწირვა შეუძლია დედამიწის ფინანსური წყაროებიდან; შედეგი კი არავინ უწყის რა სავალალო შეიძლება მივიღოთ: საქმე ეხება ცის თაღზე ხელოვნური ხომალდების წრიულად განლაგების პროექტს, რომელზეც სარკეები დამონტაჟდება მზის სხივების ასარეკლავად, და ამ გზით თითქოს დედამიწაზე სითბო შემცირდება

 

აი, გახურებული თავების ავადმყოფური თერაპია. ვაი-ოლიგარქია დაავადებულია საკუთარი სიმდიდრის მანიაკური გამრავლებისა და შენარჩუნების სინდრომით. იგი ჰგავს მაკაკას, რომელსაც მონადირენი კაკალს ჩაუყრიან ამოღრუნტულ ჯირკში. ჩაჰყობს ხელს ხვრელში მაკაკა, მომუჭავს კაკალს, მუშტი გაუმსხვილდება და უკან ვერ ამოაქვს. მაკაკა დაჭერილია, გინდა თავში გირახუნებია თუ სულაც წარბებიაბანად შეგიტრუსავს. ასეთივეა ვაი-ოლიგარქების კასტაც. ისინი ვერაფრით ელევიან თავიანთ სიმბოლურ კაკალს - ამ შემთხვევაში მილიარდებს, როცა შესაძლოა ყველაფერი დაკარგონ კარზე მომდგარი გლობალური კატასტროფით; რომელიც კვლავაც და კვლავაც მათი ინსპირირებულია, ლოკალური თუ მასშტაბური ომებით, საზოგადოებრივი თუ შინაგანი აშლილობებით.

 

როგორ მოვიქცეთ ახლა?!

 

უმრავლესობა, პლებსი გამოთაყვანებულია უკვე ალენ დალასის დაქადნებული დოქტრინის კვალობაზე - მომსპარია ნარკომანიით, ალკოჰოლიზმით, ნიკოტინით, აღვირახსნილი სექსით ადრეული ასაკიდან. საზოგადოების ეს კატეგორია ჭაბუკობის წლებიდანვე შეპყრობილია იმპოტენციით - ანანიზმის საწინააღმდეგოდ მოსემ წინდაცვეთა მოიგონა, რათა ტრიბადიით (ხახუნი) არ მიეღო მამრს კოიტუსი (სექსუალური სიამოვნება) და ამით ნაადრევად არ გაეცვითა პენისის გვირგვინი.  - ამისთანა ინდივიდები გამალებით ეძებენ ახალ იმპულსებს, სოდომ-გომორით, ბოლო პერიოდში ასე რომ მოუმრავლდა კაცობრიობას; რომლის მასობრივი დამკვიდრებისთვის თავს იკლავდნენ ოციანელი ტროცკები, ოცდაერთიანელი ვაი-ოლიგარქები ლგბტ-ეების ლაშქრით ტრანსატლანტიკური თუ ევროპული სივრციდან.

 

სად შეიძლება იყოს ხსნა?

 

პირველ რიგში ვაი-ოლიგარქების მადას ალიკაპი უნდა ამოედოს ჭეშმარიტი ოლიგარქების სასარგებლოდ: უნდა შეაწყვეტონო კაცობრიული ზეწოლით ატომური აფეთქებები დედამიწის ქერქსა და ატმოსფეროში; შემდგომ ფორსირებულად უნდა განხორციელდეს ჩვენს პლანეტაზე არსებული (ისრაელი 80, პაკისტანი - 150, დიდი ბრიტანეთი - 520, ჩინეთი 260, საფრანგეთი - 290, აშშ - 6450, რუსეთი 7500) 15 250 ქობინის დემონტაჟი, რომელსაც, სულ ცოტა 150-ჯერ შეუძლია ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლია იავარქნა. კაცობრიობამ საერთო ძალისხმევთ უნდა შეძლოს პლანეტარული ბიუჯეტის ფორმირება, (არა ისეთი, როგორც ნატოსაქვს, ევროკავშირს, ან ესენგესჰქონდა - მილიტარისტული), სადაც  შეიარაღებული ძალებისთვის ფორმირებისგან გამოთავისუფლებული თანხები ეკოლოგიურ და სოციალურ პრობლემებს მოხმარდება

 

კაცობრიობა უნდა მიჰყვეს პროფესორ ნოდარ ჭითანავას პარადიგმას, რომელიც გულისხმობს მძლავრი აგროკომპლექსის განვითარებას ინდუსტრალიზაციის გზით, სამოქალაქო ინტეგრაციისა და პოლიტიკური კონსენსუსის შემოხიდებით.

 

საქართველოში ფსტა (ბუსტუღი), სამეურნეო მიზნით დღემდე ფართოდ არ გამოიყენებოდა. ის ყველაზე ძვირად ღირებული კაკლოვანი კულტურაა. აშენებენ სამეურნეო მიზნით, ასევე კარგია ნიადაგის გაუდაბნოებისა და ეროზიის წინააღმდეგ. ეს მცენარე პროდუქტიულობას სამასი-ოთხასი წლის განმავლობაში ინარჩუნებს. ფსტა უძლებს მინუს 30 გრადუს ყინვას და პლუს 50 გრადუს სიცხეს. ერთი ხე 20 წლის ასაკში 30 კილოგრამ ნაყოფს ისხამს. ახლა წარმოიდგინეთ, ერთ ჰექტარზე გაშენებული 400 ნერგი 20 წლის ასაკში რა რაოდენობის მოსავალს მოგვცემს: დაახლოებით 360 000 ლარს ჰექტარზე. მაგრამ ჩვენ ფსტას განსხვავებულ ფინქციას ვანიჭებთ, შესაძლოა ითქვას - კაცობრიულ მნიშვნელობას. ეს ყველაფერი უკავშირდება დედამიწაზე არსებულ მილიონობით ჰექტარ უდაბნოსა და ნახევარუდაბნოს, და, დიახაც, ფსტას მეშვეობით მათ გამიწიანებას, კაცობრიობის სამსახურში ჩაყენებას

 

ამ კუთხით დღემდე ქმედითი ნაბიჯი არავის გადაუდგამს. სწორედ აქ არის ჭეშმარიტი ოლიგარქიის ძალისხმევა აუცილებელი, რათა მან განსაკუთრებული როლი ითამაშოს დედამიწის გადარჩენაში. საილუსტრაციოდ, პირველ რიგში დავით გარეჯის უდაბნოს მოვლა-პატრონობა იკმარებს. აქ ფსტას სამეურნეო მნიშვნელობით კარგა ხანია აშენებს ერთი ირანელი მეწარმე. მაგრამ ჩვენთვის ფსტას პერსპექტივები, როგორც ვახსენეთ, გაცილებით შორს მიმავალია. თუკი მისი თესლი ბიორაგითდამუშავდება, ამისთანა შენმთხვევაში, ფსტას ისედაც ბუნებრივად მომადლებული მძლავრი ფესვთა სისტემა (დაახლოებით 30-35 მეტრი), უორმაგდება, უსამმაგდება და წარმოუდგენელ სიცოცხლისუნარიანობას იძენს. ამისთანა მცენარეს უკვე თავისუფლად შეუძლია ნახევარუდაბნოსა თუ უდაბნოს გამიწიანების პრობლემასთან შეჭიდება, ვინაიდან, 80-90 მეტრის სიღრმიდან იგი ადვილად შეძლებს მის წიაღში არსებული წყლის მარაგის ზედაპირზე ამოტუმბვას და საბოლოოდ ხრიოკი გარემოს ბაღნარად გადაქცევას

 

ეროვნულ მისიად მიმიჩნევია შეკვეთილის დენდროლოგიური პარკისთვის გვიმრის ხეების იშვიათი ეგზემპლარების ჩამოტანა ახალი ზელანდიიდან. ეს ქმედება ქართული ეკოსისტემის რგოლიდან ამოვარდნილი მცენარის რეანიმაციაა ფაქტობრივად. ჩვენი წინაპრები ხომ მითოლოგიური გადმოცემით გვიმრის ხეებზე ლოცულობდნენ, ეთაყვანებოდნენ, როგორც ბუნების იშვიათ ეგზემპლარებს, მშვენიერების სიმბოლოს; ეროვნულ მისიად მიმიჩნევია სამომავლოდ ქართველ ოლიგარგთაგან ბიორაგისსტიმულირების მიზნით საქართველოს მოსახლეობისათვის მისი უსასყიდლოდ მიწოდებაც. ეს პრეპარატი სპეციალიზებულ მაღაზიებში რის ვაი-ვაგლახით იყიდება დღემდე. თანაც აქ გამორიცხული არ არის ფალსიფიკაციაც, ერთი ლიტრი ბიორაგისფასი 180 ლარია. ჩვენი გამოცდილებით კი საკოლმეურნეო ბაზარში 15-20 ლარიანი ნამდვილი სულუგუნი ვერაფრით შეგვიძენია, სულ წარყვნილს ვაღლაჭუნებთ. ბიორაგისმასშტაბურად დანერგვას აფერხებს აგრეთვე გარკვეული წრეებში დამკვიდრებული აღებ-მიცემის პრინციპი, მწარმოებელ ფერმერებს მოგების წილში უჯდებიან გარკვეული წრეები

 

- ჩვეულებრივი გზით ხომ ღებულობდი ჰექტარზე 2 ტონა მოსავალს? - კითხულობენ ისინი.

 

- კი - პასუხობს ფერმერი.

 

- თუკი ბიორაგისშემთხვევაში ეს მაჩვენებელი გაორმაგდა, გასამმაგდარამდენი პროცენტი მეკუთვნის ახლა ამ მოგებიდანო. - დაინტერესებულია საქმოსანი. მოკლედ, ამგვარ სავალალო სიტუაციაში განუზომელია ქართული ჭეშმარიტი ოლიგარქიის ძალისხმევა. სათანადო ინტერესის შემთხვევაში მსგავსი მანიპულაციების მზე ერთხელ და სამუდამოდ ჩაესვენება

 

სავარგულებში ბიორაგითდამუშავებული კულტურების დანერგვის შემთხვევაში საერთოდ ამოვარდება ფართობებში სასუქების შეტანის პრაქტიკა. მეურნე კაცს ამ კუთხით საკმაოდ სოლიდური თანხა დაეზოგება. თითოეული ჰექტარი სასუქთან შედარებით დაახლოებით ორჯერ ნაკლები ღირებულების ბიორაგსსაჭიროებს. თუკი პირველ ეტაპზე გლეხს ეს პრეპარატი უსასყიდლოდ მიეცემა, აი, მაშინ თვალში გამოიხედავს ჩვენი გაჩანაგებული სოფლის მეურნეობა, ვინაიდან მუშახელს გული მოუბრუნდება მიწისკენ. მის კისერზე დაწოლილი სასუქების ხარჯი და მათი შეტანის დამატებითი გასავალი გამოთავისუფლდება შრომის პროცესიდან. ეს ყველაფერი პროდუქციის თვითღირებულებაზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს. ამას დავამატებთ სავარგულების გაკეთილშობილების რეალობას და ორგანიზმისთვის აბსოლუტურად უსაფრთხო პროდუქციას, რომელიც ონკოლოგიური და სხვა დაავადების დათრგუნვის უებარი საშუალებაა. ბიორაგიებრძვის ეპიდემიებს, კოვიდს, პეპელას და ვენახში, ბაღ-ბოსტანში სპობს მავნე მწერებს. ყველაფერს რომ მოვეშვათ, მსოფლიოში ქართული სურსათ-სანოვეგე უკონკურენტო გახდება.

 

ეროვნულ ძალისხმევად მიმაჩნდა და მიმიჩნევია ჭეშმარიტი ქართული ოლიგარქიის მიერ ეკლესია-მონასტრის აშენება-რესტავრაციაზე გახარჯული მილიონებიეს სულიერიებისკენ გადადგმული ქმედითი ნაბიჯებია, მაგრამ ბიორაგისმეოხება მათ საქმიანობას ახალ ამპლუაში აიტაცებს ხვალ და ზეგ, მარსის ათვისებისკენ კი არ მიაპყრობს ილონ მასკივით ფინანსურ რესურსებს, არამედ დედამიწის გადაუდებელი პრობლემების მოგვარებისკენ, რადგანაც დიდი ირაკლი აბაშიძის სიტყვებს თუ მოვიშველიებთ, „სიცოცხლე არის მხოლოდ მიწაზე!“ 

 

ბიორაგისმასობრივი დანერგვით ჩვენ უნებურად შემოვაბრუნებთ საქართველოში დღემდე საგანგაშოდ დამკვიდრებული მიგრაციის პროცესს. ჩვენ უკვე ევროკავშირის ქვეყნებსა თუ ტრანსატლანტიკურ სივრცეში ღამის ქოთნებისა და ბორბლებიანი ეტლების საგიგავი არაფერი დაგვჭირდება, ჩვენი სხეულებიც ნაკლებად აჭრელდება ტატუთი და არც განგებ სტიმულირებულ გეიპარადების ამაზრზენობით დაშანტაჟდება ქართული მართლმადიდებელი მოსახლეობა

 

დღეების წინათ დუშეთის მუნიციპალიტეტის რეგიონში (გამგებელი მანანა ნარიმანიძე) ბაზალეთის ტბის ხელმარცხნივ, საკრამულის (შარმაზანა) ტერიტორიაზე ბიორაგითგაჯერებულ წითელი დოლის პურის ხოდაბუნში მოვხვდი. ფაქტობრივად უნაყოფო მიწაზე, სადაც ადრე მოსავალი მისდღემში არ მოწეულა, ერთმა ენთუზიასტმა პიროვნებამ, ადრეულ წლებში სუხიშვილების ანსამბლის მოცეკვავემ, აწ ორი შვილის დედამ და ხუთი შვილიშვილის ბებიამ, მარიამ კიკაძემ სამ ჰექტარზე გააშენა ეს კულტურა. წითელი დოლი ენდემური იშვიათი ჯიშია. კილოგრამი 3,5 ლარი ღირს. მისი საჰექტარო მოსავალი 1,2 ტონაა, გასაყიდად არც ემეტება, სათესლედ აქვს გამიზნული, სელექციისთვის. ჯერ მოსავალი არც კი მოუწევია და ხორბლის შეძენის ორი მსურველი უკვე გამოუჩნდა. თოთოეული ნახევარ-ნახევარ ტონა ხორბალს ითხოვს. მიდი და ბიორაგისსასწაულს ნუ ერწმუნები! ლამის ხრიოკ ადგილას, უსასუქოდ, სამ ჰექტარზე სამი ტონის ნაცვლად მოწეულია 18 ტონა წითელი დოლი! აქედან ერთი ტონა უკვე შეიძინა მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა, ტოკოის 1964 წლის თამაშების ვერცხლის პრიზიორმა, მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონმა, ყოფილმა პარლამენტარმა და უნივერსალურმა ადამიანმა, ბატომ რომან რურუამ თავის სავარგულებზე დასათესად. წარმატება, ზურგის ქარი მას და მისთანებს!

 

ჩვენ სამახსოვრო ფოტოებს გადავიღებთ წითელი დოლის ხოდაბუნში მაშინ. უნებურად სელინჯერის დიდებული თამაში ჭვავის ყანაშიგამახსენდება, სადაც ფლატეზე ბავშვები ჟრიამულობენ, რომლის იქით ფრიალოა, გადასავარდნი

 

 

დიახ, ამ უფსკრულს მიდგომია ჩვენი მსოფლიო დღეს და ბიორაგისძალისხმევა რომ არა, არავინ უწყის, მარსის გარდა კიდევ რომელ პლანეტაზე ექნება მოსაძიებელი სასიცოცხლო პირობები ახალ მასკებს თუ მის მიმდევართ. დიახ, პანტა მსხლის ძირას გადავიღებთ სამახსოვრო ფოტოს ქალბატონ მარიამ კიკაძესთან და ბიორაგისშემოქმედ, აკადემიკოს რამაზ გახოკიძესთან ერთად (სხვათა შორის ამ წოდებაზე 1986 წელს წარდგენილს მხოლოდ 36 წლის შემდეგ მიენიჭება ეს მაღალი წოდება). თავადაც კარგად შენიშნავთ, გაბეხრეკებულ პანტა მსხალს ძლივს უდგას სული. სიცოცხლის ნიშანწყალი მხოლოდ კენწეროებს შერჩენია, ფითრი მისძალებია და გასაცოდავებულა ჩვენს სამშობლოსავით. 100 მილიგრამი ბიორაგითგაჯერებული ათიოდე ლიტრი წყალია საჭირო, რომ ბედასლმა ხემ ახალი სიცოცხლე შეიძინოს, ავადმყოფობის ჭირ-ვარამი მხრებიდან გადაიბერტყოს და იქაურობა ოდინდელი ხალისით აავსოს. მსგავსი რამ ბატონი რამაზისგან რამდენიმე ადგილას გაკეთებულა უკვე შინ თუ გარეთ, იტალიაში ვერცხლისფერი ნაძვები გაუშენებია, ახლახან საპატრიარქოს ძალისხმევით სამეგრელოში ბზის იშვიათი ნარგავები მოიკითხა

 

 

 

აგვისტოს დამდეგს მარტვილის რაიონის სალხინოს თემში 5000 ბზის ნერგი დამუშავდა ბიორაგისხსნარით დადიანების ისტორიულ სამოსახლოში. ამ საქმეს კი ბიორაგისიშვიათი მცოდნე-პრაქტიკოსი, ლეკუხონელი აგრონომი გენადი ცაავა ხელმძღვანელობდა. ჩვენი გენო ბუნების დიდი მეხვაშიადეა დარსუ უზალას კვალობაზე. დიდი ხანია ბიორაგისმეშვეობით სასწაულებს ახდენს საქართველოში, მის ფარგლებს გარეთ... 15-18 ტონა სიმინდი მოჰყავს ჰექტარიდან, ბიორაგითგაჯერებული მცენარე დამატებით ფესვურებს შეიძენს ხოლმე, სამი-ხუთი ტარო ასხია. იგივე სიტუაციაა სხვა კულტურებთანაც. წარმოიდგინეთ, მებოცვრეობამ ბიორაგისწყალობით თვალში გამოიხედა, ასევეა  კოლტიც - მეღორეობაც, თვით ცხენებშიც გასაოცარი შედეგია მიღწეული, ლამის ჯაგლაგებმა, ბიორაგითმკურნალობის შემდეგ დოღში საპრიზო ადგილები არავის დაუთმეს. უტრიალეს ბეითლებმა, მაგრამ ამაოდ, დოპინგი ვერანაირად დაუმტკიცეს.

 

 

დიახ, ჭეშმარიტი ოლიგარქიის როლი ბიორაგის დამკვიდრების ასპექტით განუზომელია, ამ შემთხვევაში იგი გაცდება ეროვნულ, მერკანტილურ ჩარჩოებს, ზოგადკაცობრიული თვალსაწიერიდან მიყურადებს საგნებს და მოვლენებს. მათგან ერთ-ერთისას, ბატონ ბიძინა ივანიშვილის აღზევებას უფრო ცხადლივ ნახავს ერი და ბერი, პლანეტარული მსოფლიო: საქართველოსთვის რუსეთ-უკრაინის ომის თავიდან აცილებამ ამ პიროვნებას ჩვენს სინამდვილეში ხომ ზეზეურად დაუმკვიდრა მარადიული სუფევის გარანტიები, როგორც სწორუპოვარ რაინდს, ხოლობიორაგის" მიზანმიმართული მეოხება საკაცობრიო მნიშვნელობის გვირგვინით დადაფნავს შეკვეთილის სულისჩამდგმელს, როცა სწორუპოვარ მეწალკოტედ მოევლენება სრულიად დედამიწის დენდროლოგიურ სავანეს

 

გური ოტობაია

მწერალი.

26. 08. 2022 .

 

 

ივერიონისგან“: სრულიად ვეთანხმებით ავტორს - ბიორაგი" ჭეშმარიტად მსოფლიოს ახალი საოცრებაა, რომელიც ხელისუფალთა თუ .. „ფულიანი ტომრების" გულგრილობით დღემდე ამაოდ ელოდება ფართომასშტაბიან აღიარებას და პრაქტიკაში მაქსიმალურად გამოყენებას. გასაგებია, ვის არ აძლევს ხელს ეს, მაგრამბიორაგისთვის“ „მწვანე შუქის" ანთება ხელს აძლევს კაცობრიობას, მითუმეტეს, დღევანდელი კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე.

 

ყველა მის მიერ გაკეთებულ ქველმოქმედებას გადაწონის, თუ ამით დაინტერესდება -ნი ბიძინა ივანიშვილი და ბიორაგს" ხალხის სამსახურში ჩააყენებს!