Iverioni
«    ივნისი 2020    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
27-11-2012, 19:58
ნანახია: 1850

თბილისს აღარ დაასუფთავებენ?!

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და შემოსავლების სამსახური შემოწმებას ატარებენ დასუფთავების სამსახურის ყველა ორგანიზაციაში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინვენტარიზაცია, დალუქულია ყველა საწყობი.


ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლების განცხადებით, ეს არის ჩვეულებრივი, გეგმიური შემოწმება.


დასუფთავების სამსახურის უფროსი, თორნიკე შიოლაშვილი აცხადებს, რომ ამოღებულია ყველა ფინანსური დოკუმენტაცია. ისინი მზად არიან თანამშრომლობისთვის და მიაწვდიან ყველა საჭირო ინფორმაციას. შიოლაშვილის განცხადებით, იმის  გამო, რომ შემოწმების დროს დალუქეს ინვენტარი, შესაძლოა, ქალაქის დასუფთავებას საფრთხე შეექმნას.


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები არ ადასტურებენ ინვენტარის დალუქვას, მათი განცხადებით, მხოლოდ ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლა მიმდინარეობს.


დასუფთავების სამსახურში დაწყებულ შემოწმებას, გამოეხმაურა გიგი უგულავა, მისი განცხადებით, მზად არიან მიაწოდონ საჭირო ინფორმაცია გამოძიებას.


"ეს ყველაფერი ბადებს ეჭვს, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული, ეს პირადად პრემირ-მინიტრ ბიძინა ივანიშვილისგან მოდის, რომელმაც პირდაპირ დაუკავშირა ეს აქტივობა პროკურატურის აქტივობას. რაც დღეს ხდება, ეს არის სახიფათო. იმედი მაქვს, რომ იმდენი ჭკუა ეყოფათ ფინანსთა მინისტრს და მის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანოებს, ისე დელიკატურად შეამოწმონ დასუფთავების სამსახური, რომ არ მოხდეს აღნიშნული სამსახურის პარალიზება. ეს არის კომპანია, რომელიც ახორციელებს თბილისის დასუფთავებას, პასუხისმგებელია ქალაქის სისუფთავაზე, ამიტომ ნებისმიერი ქმედება იქნება აღქმული, როგროც თბილისელების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. რაც უნდათ ის შეამოწმონ, მაგრამ თუ მოხდა ქალაქს პარალიზება, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის კისერზე. ეს არის 3000 კაციანი კოლექტივი, რომელიც 24 საათი მუშაობს, მისი ფინანსური შემოწმება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მიუხედავად იმისა რომ ერთი წლის წინ სრულად შემოწმდა, მაგრამ ეს არის პოლიტიკური აქტი", - განაცხადა თბილისის მერმა.