Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
29-11-2012, 14:48
ნანახია: 813

კოტე კუბლაშვილი: ბოლო სამ წელიწადში პატიმრების რაოდენობა შემცირდა

უზენაესმა სასამართლომ მოსამართლეთა უვადო დანიშვნის ამოქმედების მექანიზმებისა და  ელექტრონული საქმის წარმოების სისტემების შესახებ ცვლილებები განახორციელა.


ამის შესახებ დღეს უზენაეს სასამართლოში გამართულ პრესკონფერენციაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა განაცხადა.


კუბლაშვილმა ბოლო სამი წლის განმავლობაში აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების დინამიკაზე  ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2010 წლიდან   მსჯავრდებულთა რაოდენობა შემცირდა. რაც შეეხება აღმკვეთი ღონისძიების დინამიკას, ის ასეთია:  2010 წელი - 54,2%,  2011 წელი - 49,3% , 2012 წელი - 44,2%.  როგორც პავლე კუბლაშვილი განმარტავს, პატიმრობის შეფარდება უნდა იყოს სასჯელის უმაღლესი ზომა და ძირითადად აღმკვეთ ღონისძიებად გამოყენებული უნდა იყოს გირაო.