„ინფო 9“ იხურება?

„ინფო 9“ იხურება?

„მე-9 არხზე“ მიმდინარე რეორგანიზაციასა და არხიდან რამდენიმე ჟურნალისტის წასვლის შემდეგ, გაჩნდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა  საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“ დაიხუროს.


ამასთან დაკავშირებით, „ივერიონი“  საინფორმაციო სააგენტოს გენერალურ დირექტორს მანანა ელიაშვილს დაუკავშირდა.


ელიაშვილის განმარტებით, სააგენტო მალე გადავა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე, ანუ აღარ იქნება დამოკიდებული სუბსიდირებაზე.


„ისევე, როგორც „მეცხრე არხზე“, სააგენტოშიც მიმდინარეობს რეორგანიზაცია, უნდა მოვიძიოთ რესურსი, რომლის მიხედვითაც შევძლებთ „ინფო9“-ის შენარჩუნებას, იქნება ეს რეკლამა თუ სხვა. მინდა გითხრათ, რომ სააგენტო არ გაჩერდება და ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას“, -აცხადებს ელიაშვილი.


ელიაშვილის განცხადებით, ალბათ ვერ მოხერხდება თანამშრომელთა იმ რაოდენობით შენარჩუნება, რაც აქამდე იყო.  „ჯერჯერობით,თავს ვიკავებთ  ხანგრძლივი ხელშეკრულების გაფორმებისგან“, - ამბობს ელიაშვილი.


რაც შეეხება „მეცხრე არხში“ მიმდინარე საკადრო ცვლილებეს, ამასთან დაკავშირებით ელიაშვილი კომენტარს არ აკეთებს.


დღეს 15 საათზე „პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში „ინფო 9“-იდან დათხოვილი თანამშრომლები პრესკონფერენციას გამართავენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: