რატომ ვერ ჩამოვიდნენ თბილისამდე "ინფო 9"-ის ჟურნალისტები?

რატომ ვერ ჩამოვიდნენ თბილისამდე "ინფო 9"-ის ჟურნალისტები?

"ინფო 9"-დან გაშვებული ჟურნალისტები ივანიშვილს წერილობით მიმართაცვენ.

 

"საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9"-ის გათავისუფლებული ჟურნალისტების ნაწილი აპირებს წერილით მიმართოს ბიძინა ივანიშვილს და მას სამსახურში დაბრუნება მოსთხოვონ".

 

ამის შესახებ ინფორმაციას რეჟისორი ზაზა სვანაძე ავრცელებს. 

 

"პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში "ინფო 9"-დან გათავისუფლებული ჟურნალისტების შეხვედრა, სადაც ჟურნალსიტებს შრომითი ხელშეკრულების დარვევებზე უნდა ესაუბრათ, ჩაიშალა, რადგან რეგიონებიდან ჟურნალისტებმა ჩამოსვლა ვერ მოახერხეს. ჟურნალისტების კითხვებს ზაზა სვანაძემ უპასუხა, რომელიც ახადებს, რომ დამოუკიდებელი აქტივისტია და ინფორმაციას კონტაქტების საფუძველზე ფლობს. 

 

სვანაძის თქმით, "ინფო 9"-ის სხვადასხვა ბიუროებიდან 300 მდე ჟურნალისტი და ოპერატორია გათავისუფლებული. მათ შორის, არიან ხონის, მარტვილის, წყალტუბოს რიონული ჟურნალისტები. "არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ ამ ჟურნალისტების საჭიროება აღარ არსებობდა და ამ მიზეზით მათ სამსახურების დატოვება მოსთხოვეს", _ აღნიშნავს ზაზა სვანაძე. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: