Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
2-12-2012, 15:55
ნანახია: 938

ირაკლი ღარიბაშვილი: ვანო მერაბიშვილს უნდა ეყოს ვაჟკაცობა და აღიაროს

შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილ განცხადებას აკეთებს „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური დირექტორის დაკითხვის შესახებ. 

 

"ძალიან უხერხული და სამარცხვინოა, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი არ აღიარებს იმ ფაქტს, რომ მისთვის დამზადებული იყო ყალბი პასპორტი ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე. ეს ფაქტი დაფიქსირდა თბილისის აეროპორტში, დააფიქსირა პატრულის თანამშრომელმა და დაადასტურა პროტოკოლის თანამშრომელმა. მე პირადად მრცხვენია, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და პრემიერი არ აღიარებს ამ ფაქტს. ის უბრალოდ ტყუის, როცა აცხადებს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მიმაჩნია, რომ ნებისმიერ ადამიანს, განსაკუთრებით კი შს ყოფილ მინისტრს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ვაჟკაცობა უნდა ეყოს, რომ აღიაროს ეს ფაქტი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება გაგრძელდება და ობიექტურ გარემოებებს გამოავლენს.

 

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის მიერ ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე გამოძიება გუშინ დაიწყო. შს ყოფილი მინისტრი და პრემიერი გუშინვე დაიკითხა.