Iverioni
«    იანვარი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
2-12-2012, 16:03
ნანახია: 952

ილია მეორე 4 დეკემბერს წირვას სიონის ტაძარში აღავლენს

4 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს. 

 

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე  წირვას სიონის საპატრიარქო ტაძარში შეასრულებს. 

 

როგორც უწმინდესმა დღევანდელი საკვირაო ქადაგების დასასრულს აღნიშნა, ტაძრებში ლოცვა 3 დეკემბერს, 17:00 საათზე დაიწყება, ხოლო წირვა სიონის ტაძარში - 4 დეკემბერს, 09:00 საათზე. "ვინაიდან ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაული, წირვას მე თვითონ შევასრულებ", - ბრძანა უწმინდესმა. 

 

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობლებს, წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას შვილი ორმოცდაათი წლის განმავლობაში არ ჰყავდათ. წმინდა ანამ უფალს აღუთქვა, თუ წყალობას მოიღებდა, შვილს მასვე შესწირავდა. ქალს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ ასული - მარიამი ეყოლებოდა, რომლის წიაღიდანაც ქვეყნიერებას მაცხოვარი მოევლინებოდა. 

 

სამი წლის განმავლობაში მარიამი სახლში იზრდებოდა, შემდეგ კი მშობლებმა იგი აღსაზრდელად იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს.