Iverioni
«    აპრილი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
აპრილი 2021 (4)
მარტი 2021 (4)
თებერვალი 2021 (9)
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
3-12-2012, 16:25
ნანახია: 939

გიგი უგულავა: ახალი მთავრობის პირობებში წახალისებულია: ყველას ჩივილი ყველას წინააღმდეგ!

"დღევანდელი პოლიტიკური კლიმატი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებას", _ განაცხადა გიგი უგულავამ სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" ბიზნესმენებთან შეხვედრაზე.

 

საკონსულტაციო ორგანოებმა მერიის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინეს. მათი განცხადებით, საქართველოს ბაზარზე შემოსავლით მსოფლიოს 20-მდე უმსხვილესი ბრენდია დაინტერესებული.

 

თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნული კვლევა ჩატარებულია არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ ეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხე შეექმნა.

 

"ახალი მთავრობის პირობებში, წახალისებულია ყველას ჩივილი ყველას წინააღმდეგ, ეს ეკონომიკის და ბიზნესის ყველაზე დიდი მტერია. ხდება რევანშისტური განწყობების გაღვივება, რაც ძალიან მძიმედ აისახება ბიზნესზე, რადგან გახშირდა კერძო პირების რევიზიები", _ განაცხადა უგულავამ.