Iverioni
«    ივნისი 2020    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
3-12-2012, 18:30
ნანახია: 2995

ახალციხის გამგებლად კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს ნიშნავენ

ახალციხის გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნას უშიშროების ყოფილი თანამშრომლსა და ვანო მერაბიშვილს კლანის წევრს, ბესიკ ხითარიშვილს უპირებენ.

 

ამის შესახებ "ივერიონს" "სახალხო კრების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ამირეჯიბმა განუცხადა. მისი თქმით, ბესიკ ხითარიშვილმა გურამ  დონაძისა და ამირან მესხელის პროტექციით ჯერ "რუსთავი 2"-ში დაიწყო მუშაობა პროდიუსერად, ხოლო შემდეგ უშიშროების სისტემაში. 2004-2008 წლებში შს სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის II სამმართველოს უფროსი იყო. ამ განყოფილების საქმე კი ფარული, ვიდეო-აუდიო და საფოსტო გზავნილების გაკონტროლება იყო.

 

"ძნელი მისახვედრი არ არის, რომ მისი სამსახურიდან გამომდინარე, ბესიკ ხითარიშვილი, წლების მანძილზე ოპოზიციის ლიდერითა და აქტივისტთა ფარული გადაღებებით იყო დაკავებული. აი, ასეთ კაცს ლობირებს "ქართული ოცნებიდან" გელა კვარაცხელია. მისი ჯგუფი ყველა ღონეს ხმარობს, რომ ხითარიშვილი ახალციხის გამგებლად დანიშნონ. კვარაცხელიას ჯგუფის წევრების დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. აქვე მინდა, მივმართო ბატონ დავით საგანელიძეს, დაინტერესდეს ამ საკითხით და დროულად შეაჩეროს მისი დანიშვნის პროცესი", _ განუცხადა "ივერიონს" ლაშა ამირეჯიბმა.

 

მისი თქმით, გელა კვარაცხელია და ამჟამად დაკავებული კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ვაჟა ლილუაშვილი წლების მანძილზე ერთად მუშაობდნენ ქვემო ქართლში და ლევან მამალაძის კვოტით, "მოქალაქეთა კავშირიდან" საქართველოს პარლამენტის წევრებიც გახდნენ.

 

 

ახალციხის გამგებლად კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს ნიშნავენ

 

ლევან ჯავახიშვილი