თავდაცვის მინისტრმა პრეზიდენტს გენშტაბის მომავალი უფროსი წარუდგინა

თავდაცვის მინისტრმა პრეზიდენტს გენშტაბის მომავალი უფროსი წარუდგინა

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ  საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ახალი კანდიდატურა, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე წარუდგინა.

როგორც ცნობილია, აღნიშნული კანდიდატურის შერჩევა საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის კონსულტაციების შედეგად მოხდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ალასაიამ პოლკოვნიკ ძნელაძეს უკვე მისცა პირველი დავალება – ის ნატოს სამხედრო კომისიის სხდომას მოამზადებს.

ირაკლი ალასანიას განცხადებით, შეთანხმების შედეგად მიღწეული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილი რეფორმები უფრო სწრაფად განხორციელდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: