უკანონო პასპორტები ჩვეულებრივი მოვლენაა?!

უკანონო პასპორტები ჩვეულებრივი მოვლენაა?!

„აღმოჩნდა, რომ ალტერნატიული, უკანონო პასპორტები შსს-ში ჩვეულებრივი მოვლენა იყო“,- აცხადებს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარე ზაზა გაბუნია.

მისი თქმით, ამას ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძეც ადასტურებს. მერაბიშვილის დაკითხვის ფაქტი ეხმიანება  „ნაციონალების“ ლიდერთა რიტორიკას, რომლებიც ნებისმიერ სამართლებრივ ქმედებას პოლიტდევნად აფასებენ.

„თურმე ყოფილა სამართლიანი საფუძვლები და და თან ძალიან სერიოზული ამიტომ, მათი მხრიდან ამის შემდეგ პოლიტიკური შეფერილობის სამართლებრივ პროცესსა და მით უფრო დევნაზე საუბარს, საზოგადოება არასერიოზულად მოეკიდება“, - განმარტა გაბუნიამ „ივერიონთან საუბრისას.

„საგამოძიებო სამსახურში მერაბიშვილი იმისთვის დაიბარეს, რომ გაარკვიონ ჩაიდინა თუ არა დანაშაული. თუ აღმოჩნდება, რომ დამნაშავეა, მაშინ სამართალდამცავები შესაბამისად იმოქმედებენ. რაც შეეხება სანახაობას, ეს უფრო ის ლოგიკური პროცესია, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში დაიწყებოდა მას შემდეგ, რაც „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებას დაკარგავდა. თუმცა ის, რომ ყოფილ მაღალჩინოსანთა დაკავება საზოგადოების დიდ ყურადღებას და ერთგვარ სანახაობრივ ინტერესს იწვევს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოძიებას ვინმე ან რამე უნდა გამორჩეს ან თვალი დახუჭოს“, - ამბობს ზაზა გაბუნია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: