Iverioni
«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
აპრილი 2020 (3)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
7-12-2012, 20:03
ნანახია: 3579

თეა თუთბერიძე: სად წაიღო ჭორვილელმა დროშა?

თეა თუთბერიძე დღეს შსს საგამოძიებო დეპარტამენტში იმყოფებოდა. ის საკუთარ გულისტკივილს ვერ მალავდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკითხვაზე დაბარების გამო. თუმცა მისი არანაკლები გულისწყრომა იუსტიციის სამინისტროს შენობიდან ჩამოხსნილმა დროშამ გამოიწვია.


"ახლა შევამჩნიე, დროშა ჩამოუხსნიათ იუსტიციის სამინისტროდან, სად წაიღეს დროშა? ეს ხომ მაინც ქვეყნის სიმბოლოა და არა "ნაციონალური მოძრაობის"? ასეთი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ვანო მერაბიშვილს აუცილებლად დაიჭერს", _ აცხადებდა თუთბერიძე.


"ჭორვილაში წაიღებდნენ თეა, ჭორვილაში! ამათ ხომ სხვა არაფერი აინტერესებთ გარდა ერთისა _ მათთვის მთავარია, ჭორვილელი კომფორტულ გარემოში ჰყავდეთ და ისეთ გმირებს დაიჭერენ, როგორიც ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილი არიან", _ გამოეპასუხენ ვანო მერაბიშვილის სხვა გულშემატკივრები.


ვაღიარებ, მეც დამაინტერესა ამ ამბავმა და შევეცადე გამერკვია, თუ სად წავიდა იუსტიციის სამინისტროზე აღმართული დროშა. გადამოწმების შემდეგ გაირკვა, დროშა, რომლის გამოც თეა თუთბერიძემ და მისმა თანამოაზრეებმა ამდენი ემოცია დახარჯეს, "არასოდეს ყოფილა აღმართული იუსტიციის სამინისტროზე!" _ ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა მარიამ სხილაძემ "ივერიონთან" საუბრისას განაცხადა.     


ვალერი ვახანია