პატიმრებმა შიმშილობა შეწყვიტეს

პატიმრებმა შიმშილობა შეწყვიტეს

ქსნის მე-15 დაწესებულებაში მოშიმშილე მძიმედ დაავადებულმა პატიმრებმა შიმშილობა შეწყვიტეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსს" ავრცელებს.

სააგენტო სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველს ლალი მოროშკინას ესაუბრა. როგორც მოროშკინამ განაცხადა, მიღწეულია კონსენსუსი და ისინი სამედიცინო დეპარტამენტის დასკვნას დაელოდებიან.


მოროშკინას თქმით, შიდსით დაავადებულ მსჯავრდებულებთან, რომლებიც რამდენიმე დღეა გათავისუფლების მოთხოვნით მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებდნენ, შეთანხმება მიღწეულია.

"მოშიმშილე 8 პატიმარი დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდა. მე შევხვდი მათ და ავუხსენი, რომ ასე არ ხდება გათავისუფლება. სამედიცინო დეპარტამენტი უკვე სწავლობს მათ საქმეებს. პატიმრებთან მიღწეულია კონსენსუსი, მათ შეწყვიტეს შიმშილობა და მედიკამენტების მიღებასაც აღადგენენ", - განაცხადა ლალი მოროშკინამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: