„რესპუბლიკელები“ საკუთარ კადრებს აწინაურებენ

„რესპუბლიკელები“ საკუთარ კადრებს აწინაურებენ

რესპუბლიკური პარტიის ზუგდიდის რაიონულ ორგანიზაციას  ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ამ თანამდებობაზე პარტიის ყოველწლიურ კრებაზე გიორგი თოდუა აირჩიეს, რომელიც მანამდე თავმჯდომარის მოადგილე იყო.  

 

არჩევის პროცესს პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ნონა თოლორაიაც დაესწრო, რომელიც ცოტა ხნის წინ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის მოადგილედ დაინიშნა. 

 

„პარტია ვითარდება და განვითარდება აუცილებლად, რაც თავისთავად კოალიცია „ქართული ოცნების“  წარმატების წინაპირობაა ზუგდიდში“, - განაცხადა გიორგი თოდუამ.  

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: