Iverioni
«    ივნისი 2020    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
21-12-2012, 17:51
ნანახია: 2132

ზვიად ძიძიგური: დიდი შანსია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ

"ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ რამდენიმე წევრმა დატოვა. ეს არის რეაქცია პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლაზე. ვფიქრობ, რომ ყველას, ვისაც საღი აზრი აქვს, არ უნდა მარგინალიზაციაში გაყვეს მიხეილ სააკაშვილს", - ეს განცხადება "ივერიონთან" საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა გააკეთა. 

 

ძიძიგურის თქმით,  ის ბალანსი, რაც პოლიტიკურ ძალებს შორის არის ქვეყნის მასშტაბით,  ერთმანეთს გაუთანაბრდება. როცა 63/10 შეფარდება არის "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის, დაახლოებით ასეთივე შეფარდება იქნება "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შორის  როგორც პარლამენტში, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. ეს არის პოლიტიკური ლოგიკა  და რამდენიც არ უნდა გააპროტესტოს მიხეილ სააკაშვილმა, სხვა გამოსავალი არა აქვს", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. 

 

მისივ თქმით, დიდი ალბათობაა იმისა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა სწორედ ამ წევრებით შეივსოს. "რადგან "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოვიდა ეს ხალხი,  ეს იმას ნიშნავს, რომ არ ეთანხმებიან მათ კურსს. ამიტომ, ლოგიკა გვკარნახობს ვიფიქროთ, რომ ეს ხალხი მხარს დაუჭერს ჩვენს პოლიტიკურ კოალიციას. მაგრამ შეიძლება ვცდებოდე და სულ სხვაგვარად განვითარდეს მოვლენები", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. 

 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატის  გოჩა ენუქიძის მსგავსად  აჭარის მაჟორიტარებმა იაშა შარვაშიძემ და ანზორ ფოფხაძემ, ასევე გარდაბნის მჟორიტარმა გიორგი ფეიქრიშვილმა და სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ მისაბიშვილმა დატოვონ.