ირაკლი ალასანია პაატა ბურჭულაძის ფონდში გაწევრიანდა

ირაკლი ალასანია  პაატა ბურჭულაძის   ფონდში გაწევრიანდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფონდ „ივერიის“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

პაატა ბურჭულაძემ უწყების თანამშრომლებთან მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის შესახებ ისაუბრა.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრი დაესწრო. ირაკლი ალასანია დღეს ფონდში „ივერიისა“ ოფიციალურად გაწევრიანდა.

მისი განცხადებით, ტაძრის მშენებლობაში შეტანილი წვლილით ეროვნულ საქმეს გავაკეთებთ, თუმცა აქციაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და თანხის გაღებას არავის ავალდებულებს.

თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და გაერთიანებული შტაბის თანამშრომლებისთვის დღესვე ათონის მთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის შესახებ დოკუმენტური ფილმის „ღირს არს ჭეშმარიტად“ ჩვენება გაიმართა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: