უჩა ნანუაშვილი: ნიკა გვარამიას საქმეში კითხვები დაგროვდა

უჩა ნანუაშვილი: ნიკა გვარამიას საქმეში კითხვები დაგროვდა

დღეს სახალხო დამცველს - უჩა ნანუაშვილს  შესაბამისმა ორგანოებმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და მასთან ერთად დაკავებული ხუთი ყოფილი მაღალაჩინოსნის საქმის მასალები უნდა გადასცენ.

ომბუდსმენმა აღნიშნული მოთხოვნით პროკურატურას და ბრალდებულთა ადვოკატებს უკვე მიმართა.

ნანუაშვილის თქმით, ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით ბევრი კითხვა არსებობს და  ამ საქმის დეტალურად შესწავლა აუცილებელია.

„ვითხოვთ მასალებს როგორც საგამოძიებო ორგანოებიდან, ასევე ადვოკატებისგან, რათა მათ საქმის დეტალები გაგვაცნონ. ველოდებით, რომ დღეს უკვე გარკვეული მასალები გვექნება და  შესაძლებლობა მოგვეცემა, რომ ყველა ეს საქმე დეტალურად შევისწავლოთ“, - განაცხადა ნანუაშვილმა.

მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ტელეკომპანიის დირექტორის დაკავება ხდება, ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს.

ნანუაშვილის განცხადებით, კითხვის ნიშნები არსებობს, თუმცა საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, დეტალურად საუბარი გახდება შესაძლებელი.

დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: