Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
24-12-2012, 11:02
ნანახია: 938

არჩილ კბილაშვილი: ცოტაც მოვითმინოთ გაზაფხულამდე...

„ოქრუაშვილის თემას მივყვებით. გვინდა ვნახოთ, რეალურად რა მტკიცებულებებია, რას ამბობენ მოწმეები, რათა მათ "შეკერილ" საქმეზე არ ვიყოთ დაყრდნობილი. თუ მტკიცებულებები უსუსური იქნება, ჩვენ უარს ვიტყვით ბრალდებაზე. ამ საქმის ტომები არსებობს და მის განხილვაზე უარს ვერ ვიტყვით. თუ ბრალდება მოსახსნელი იქნება, მოვხსნით. არანაირი უხერხულობა ამაზე არ გვექნება“.


ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა “კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა. 

   
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მის საქმეში ადეიშვილის ის პროკურორები მონაწილეობენ, რომელთაც თავის დროზე ბრალდებები შემითითხნესო, გენპროკურორი ასე პასუხობს:  „შეიძლება მის საქმეზე იგივე პროკურორი გამოდის, მაგრამ მას ახლა სხვა ამოცანა აქვს“.


კბილაშვილი გენერალური პროკურორისა და საზოგადოდ, პროკურატურის როლზეც საუბრობს. „ამ პოსტზე მუშაობისას ჩემი მიზანია, როდესაც აქ აღარ ვიქნები და ადვოკატად გავაგრძელებ საქმიანობას, ადვოკატს ჰქონდეს რწმენა, რომ შეუძლია პროცესი მოიგოს ცოდნით, მტკიცებულებით და არ ჰქონდეს იმის ფიქრი, მოსამართლეზე პროკურორი ზეწოლას მოახდენს და ამიტომ პროკურორთან საპროცესო გარიგებაზე უნდა წავიდეო“, - განმარტავს მთავარი პროკურორი.

რაც შეეხება  სააკაშვილის მიერ დანიშნულ ძველ მოსამართლეებს. პროკურორი მათ პრობლემად არ განიხილავს.  „მოსამართლეებს არ განვიხილავ პრობლემად. თუ ვინმე მათ არასწორად გამოუშვეს, ამას საზოგადოება კარგად ხედავს. კანონი შეიცვლება და ცოტა მოთმინებაა საჭირო. არც ერთ მოსამართლეს არ გავლანძღავ. ეს ჩემი სისუსტის გამოვლენა იქნებოდა. ჩვენ ხელი ავიღეთ მოსამართლეებზე ზეწოლისგან და ახლა ადვოკატებისთვის ვქმნით კარგ ნიადაგს. სასამართლო ისედაც პროკურატურის ოპონენტი უნდა იყოს, მე უნდა დავუმტკიცო და მან არ უნდა მიმიშვას დანაშაულის დამტკიცებამდე“, - აცხადებს კბილაშვილი.

გენერალური პროკურორის ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე 7 ათასზე მეტი განცხადებაა შესული პროკურატურაში. „50-მდე ბრალდება მოვხსენით, ადამიანები ციხიდან და სასამართლოდან გავუშვით. ხალხს ქრთამი, მკვლელობა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდება ჰქონდა და მოვუხსენით. სულზე რომ არ მიგვესწრო, მრავალი წელი ტყუილუბრალოდ პატიმრები იქნებოდნენ. კანონის შეცვლა გვინდა და ამნისტიისადმიც ძალიან ჯანსაღი დამოკიდებულება მაქვს. ამნისტიის შედეგად კრიმინოგენული ვითარება არ უნდა გაუარესდეს. ეს პროცესი უნდა დავაბალანსოთ.

 საახალწლოდ ყველას ვუსურვებ ნაკლებ ურთიერთობას ჩემთან. ჩემს თავს კი ვუსურვებ, ის იმედი გაგვემართლებინოს, რაც საზოგადოებას აქვს. ჩვენს ხალხს ვუსურვებ სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში ცვლილებებს. ყველა ელოდება გაზაფხულს, როდესაც სოფლის მეურნეობის პროგრამა დაიწყება. ვუსურვებ ჩვენს ხალხს, რომ ამ პროგრამამ  მათი იმედი გაამართლოს“, - ამბობს ქვეყნის მთავარი პროკურორი.