შსს ძვირადღირებულ მანქანებს აუქციონზე გაყიდის

შსს ძვირადღირებულ მანქანებს აუქციონზე გაყიდის

შსს-ს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სამინისტროს ბალანსზე არსებული, ძვირადღირებული, ელიტური ავტომანქანები  აუქციონის წესით გაიყიდება.

საუბარია „Range Rover "- ის, „Range Rover Sport "- ის, „Range Rover Vogue"- ის, „MMMercedes S da C klass", Bmw MX6, X5, M5"- ის და სხვა მარკის ავტომანქანებზე, რომლებიც უწყებაში ახალი მინიsტრის დანიშვნამდე იყო შეძენილი. ზოგიერთი მათგანის  ღირებულება 100 000 დოლარს აღემატება, ხოლო  მათი საერთო ტექნიკური მომსახურება - წელიწადში მილიონ ლარზე მეტი  ჯდებოდა.

შსს-ს გადაწყვეტილებით, სარეალიზაციოდ უკვე მზადაა 50-მდე ავტომანქანა, რომელთა წინასწარი, ჯამური ღირებულება  3 მილიონ ლარს შეადეგნს.  მათ სანაცვლოდ, შს სამინისტრომ  უკვე შეიძინა „Toyota"-ს მარკის, 30-მდე მაღალი გამავლობის და 10-მდე მსუბუქი ავტომანქანა.  აღსანიშნავია, რომ ამ ბრენდის ავტომანქანები ექსპლუატაციის ხანგრძლივობითა და მინიმალური დანახარჯით გამოირჩევა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: