ავღანეთში დაკარგულ ქართველ ჯარისკაცს ისევ ეძებენ

ავღანეთში დაკარგულ ქართველ ჯარისკაცს ისევ ეძებენ

ავღანეთში  19 დეკემბერს გაუჩინარებული ქართველი სამხედრო მოსამსახურის ძებნა გრძელდება. 

 

ამ განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

სამინისტროს ინფორმაციით, ძიება-გადარჩენის ოპერაციას საერთაშორისო უსაფრთხოების  სარდლობა ახორციელებს. საქართველოს თავდაცვის სამინიტროში შექმნილია ძიება-გადარჩენის უზრუნველყოფის საკოორდინაციო ცენტრი. სამხედრო მოსამსახურის ოჯახი ინფორმირებულია ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ. ავღანეთში მყოფ ქართულ ქვედანაყოფებს მიღებული აქვთ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები.

 

მომხდართან დაკავშირებით ავღანეთში გაემგზავრა ქართველი სამხედროების ჯგუფი გაერთიანებული შტაბის პირველი მოადგილის, ბრიგადის გენერალ ვახტანგ კაპანაძის მეთაურობით.

 

შეგახსენებთ, ავღანეთში მყოფი ქართული სამშვიდობო კონტინგენტიდან ქართველი ჯარისკაცი ოთხი დღის წინ გაუჩინარდა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: