ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობა ტიპური ბლეფია

ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობა ტიპური ბლეფია

„პირველი წელი იქნება მოსამზადებელი და შედარებით ძნელი წელიწადი, მეორე წელი საგრძნობლად უკეთესი, მესამე წელს კი მოსახლეობა საკუთარ თავზე გამოცდის ცვლილებების სიკეთეს. მეოთხე წელი უკვე კარგი იქნება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინოსტრმა ბიძინა ივანიშვილმა „შერატონში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


პრემიერი საკადრო პოლიტიკასაც შეეხეო დაბეჯითებით განაცხადა, რომ მის გუნდში არც ერთი მინისტრი არ შეიცვლება.


ბიძინა ივანიშვილი გაკოტრებულ პოლიტიკურ ძალას უწოდებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მას მომავალ არჩევნებზე კონკურენტად არ განიხილავს. „ნაციონალუროი მოძრაობის“ განცხადებები, რომ ისინი ხელისუფლებაში კვლავ დაბრუნდებიან, ტიპური ბლეფია, ოპოზიცია გაკოტრებულია. თუ ისინი ჩვენ არასახალხო ხელისუფლებად მიგვიჩნევენ, შეუძლიათ ნებისმიერი დღე დაასახელონ და არჩევნებს დავნიშნავთ,“ - ამბობს ივანიშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: