Iverioni
«    იანვარი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
იანვარი 2021 (2)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
28-12-2012, 11:25
ნანახია: 2498

მამუკა ახვლედიანს დღეს კიდევ ერთხელ დაკითხავენ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, მამუკა ახვლედიანს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს განმეორებით დაკითხავენ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ახვლედიანი რიყის გასხვისებასთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით იკითხება.

"გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ რიყის ტერიტორიის დიდი ნაწილი, ფართით 43350 მ.კვ. 2006 წლის 6 ივნისს თბილისის მერიის მიერ დადებული ხელშეკრულებით, 7 000 000 აშშ დოლარად გასხვისდა ერთ-ერთ შპს-ზე. აღნიშნულ საწარმოს საფასურის გადახდის გარდა, ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება საკუთარი ხარჯებით განეხორციელებინა ავტომაგისტრალის გადატანა, საფეხმავლო ხიდის აგება და რიყის ტერიტორიის სარეკრეაციო ზონის განაშენიანება. 2008 წლის 30 დეკემბერს, ისე, რომ აღნიშნულ შპს-ს არ ჰქონდა დაწყებული სამშენებლო სამუშაოების შესრულება, ხსენებული მიწის ფართები თბილისის მერიამ 17 000 000 აშშ დოლარად გამოისყიდა", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ახვლედიანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს, 14:00 საათზეა დაბარებული.

საგამოძიებო სამსახურში რიყის საქმეზე რამდენიმე ჩინოსანი უკვე დაკითხეს, მათ შორის ყოფილი პრემიერი ნიკა გილაური, არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი და მერიის ადმინისტრაციის უფროსი.