Iverioni
«    ივლისი 2019    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
29-12-2012, 13:33
ნანახია: 2309

მიხეილ სააკაშვილი ვარშალომიძის დაკითხვას გამოეხმაურა

აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის, ლევან ვარშალომიძის დაკითხვაზე დაბარებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. 

 

ქვეყნის პირველმა პირმა  ლევან ვარშალომიძის დამსახურებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ბათუმში ანტიკორუფციული გამოძიების მიზნით, აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური არა მარტო დაიბარეს, არამედ კართან მთავრობის აქტივისტების ჯგუფი დაახვედრეს, რომლებმაც მას შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

"მე მინდა ყველას ვუთხრა, ღირსებაც უნდა გქონდეს. ბათუმი და აჭარა, რომელიც მიწასთან გასწორებული და განადგურებული იყო, ამ კაცმა ერთპიროვნულად დააყენა ფეხზე და ევროპის ისეთ რეგიონად აქცია, რომელსაც მთელი ევროპა და მსოფლიო შენატრის. ვარშალომიძე, რომელმაც შეძლო ამ რეგიონის ფეხზე დაყენება და სამაგალითოდ ქცევა, დღეს უნდა იკითხებოდეს იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ასლან აბაშიძის რეაბილიტაციას მოითხოვენ. მე არ ვიცი, რა გამართლება შეიძლება მომავალში მოუძებნო ყველაფერ ამას", - აღნიშნა პრეზიდენტმა.