Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (2)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
10-04-2014, 19:06
ნანახია: 922

„ოცნების“ ფავორიტ გოგა ხაინდრავას ექსკლუზივი უფეშქაშეს“

   გოგი ლორთქიფანიძე (სახალხო პარტიის ლიდერი)- „ რადიო „უცნობის“ ბაზაზე, რეჟისორ გოგა ხაინდრავას ინიციატივით, ახალი რადიო „MA“ ყალიბდება. გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალური რადიო მაუწყებლობას ერთ კვირაში დაიწყებს. ხელშეკრულების საფუძველზე მიკროავტობუსებში მხოლოდ აღნიშნული რადიო იქნება ჩართული. 

   რა სხვაობა 2012 წლის ივნისში კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ მიერ, ქალაქის მერის უშუალო მითითებით, სამარშრუტო ტაქსებში რადიოსაშუალებებზე ხმოვანი სიგნალების გათიშვას და 2014 წლის აპრილის თვეში იგივე კომპანიის მიერ გოგა ხაინდრავას ახალი რადიოსთვის ექსლუზივის მიცემას შორის?

მე თუ მკითხვათ არანაირი სხვაობა არ არის. მაშინაც და ეხლაც სამარშრუტო ტაქსებში უმეტესად თავისუფალ რადიოარხებს - „პალიტრას“, „მაესტროს“, „უცნობს“ და „თავისუფლებას“ უსმენდნენ და თუ კარგად დაუფიქრდება კაცი, ისევ „ნაცების“ უაზრო ქმედება ჯობდა, „ოცნების“ ფავორიტისთვის ექსკლუზივის დაფეშქაშებას.  მაშინ ბოლო-ბოლო არაფერს არ მოუსმენდი კაცი და ეგ იყო სულ, ეხლა კი არჩევანი მხოლოდ ერთი გვექნება - პატივცემული ხაინდრავას პოლიტიკური და მუსიკალური გემოვნება.

      მესმის რომ აღნიშნული ქმედების იურიდიულად გამართლებისთვის მზა პასუხიც ექნებათ მხარეებს, რომ ეს ორ კერძო კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხდებაო და თითქოს ვერ შეედავები... თუმცა წესით და რიგით ეს და მსგავსი სიტუაცია, უნდა რეგულირდებოდეს მერიას და ”თბილისის მიკროვატობუსს” შორის არსებული ხელშეკრულებით და ამ უკანასკნელის მიერ მსგავსი სერვისის კომერციალური გზით ვინმესთვის გადაცემა, მინიმუმ ტენდერის გამოცხადებით მაინც უნდა რეგულირებდეს ... მაგრამ დარწმუნებული ვარ არც იქ მსგავსი არაფერი არ წერია...

      ასე, რომ გიხაროდეს ერო და ბერო, აწი შენს პოლიტ-მუსიკალურ გემოვნებაზე განსაკუთრებით ფაქიზად იზრუნებენ....