რას ან ვის ელოდება ხელისუფლება? ბათუმელი დევნილებისთვის აშენებული ბინები ცარიელია!

რას ან ვის ელოდება ხელისუფლება? ბათუმელი დევნილებისთვის აშენებული ბინები ცარიელია!

ბათუმში ორი წლის წინ აშენებული ბინები ისევ ცარიელია, რას ან ვის ელოდება ხელისუფლება უცნობია. როგორც „ივერიონისთვის“ გახდა ცნობილი, ბინები განკუთვნილია დევნილებისათვის, მაგრამ ისინიც ვერ სარგებლობენ.  ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეგო მეტი ინფორმაცია ბინების შესახებ, მაგრამ დევნილთა სამინისტროს ადგილობრივი წარმომადგენელს ბათუმში ვერ შევხვდით, სამაგიეროდ გავესაუბრეთ ადგილობრივ დევნილებს.

„რამდენი ხანია რაც ქოხებში ვცხოვრობთ, თავზე გვათოვს, გვაწვიმს პატრონი კი არავინაა. გამკვირვებია რისთვის ააშენენეს ეს ბინები? საჩვენებლად? კინამდვილად ლამაზად გამოიყურებიან, მაგრამ ამით მე რა? იქნებ ვინმემ გამაგებინოს რატომ არ აძლევენ ამ ბინებს დევნილებს? არვამბობ, რომმემომცენ. მისცენ სხვას იმას, ვისაც მართლა უჭირს, იმას ვისაც წვიმის დროს თავშესაფარი არ აქვს და რომ იცოდეთ ასეთი ადამიანები იმაზე მეტია,ვიდრე სიაში ყავთ აღრიცხული“ – განაცხადა ერთ–ერთმა დევნილმა.

დევნილებმა„ივერიონთან“საუბრებში აღნიშნეს, რომ მათ დიდი სურვილი აქვთ დევნილთა მინისტრი პირადად ნახონ, რათა გაესაუბრონ და გაუმხილონ თავიანთი გულისტკივილი. 

აკაკი წოწონავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: