Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (5)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
13-04-2014, 00:52
ნანახია: 832

მომავალში სატენდერო პირობები დაიხვეწება

   დღეს,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.   

   სამინისტრო დევნილთა განსახლებისათვის, 107 391 853 ლარის ღირებულების პროექტს ახორცილებს, რომლის ფარგლებშიც , ქ. თბილისში, კრწანისის დასახლებაში რვა 22-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება.

   კომპანიის წარმომადგენლებთან  შეხვედრის მიზანს,  აღნიშნული პროექტის  განხორციელების წინ, ბაზრის კვლევა წარმოადგენდა. 

   სამინიტრომ მშენებლებს სატენდერო პირობები გააცნო და ერთი კვირის ვადაში განმეორებითი შეხვედრა დაიგეგმა. მომდევნო შეხვედრაზე  სატენდერო პირობები,  სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლების  რეკომენდაციების საფუძველზე, კიდევ უფრო დაიხვეწება.