Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (5)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
13-04-2014, 15:33
ნანახია: 2022

სამეჯლისო და ქართული ცეკვების ფესტივალი

ზუგდიდში,  ენგურ-ქალაქ კომბინატის კულტურის სასახლეში, სტუდია "თელა"-ს ხელმძღვანელობით გაიმართა სამეჯლისო და ქართული ცეკვების ფესტივალი "გამა 2014", რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა რაიონის ქორეოგრაფიული და მუსიკალური ანსამბლები. ფესტივალს უძღვებოდა "საქართველოს ფილარმონიის" სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წარმომადგენელი და ჟურნალისტი ხვიჩა ახალაია. ფესტივალი გაიხსნა და დაიხურა სამოდელო სააგენტო ფირმა "გიო"-ს მოდელების ჩვენებით. ფესტივალის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები. სამოდელო სააგენტო ფირმა "გიო"-ს გენერალურმა დირექტორმა და ასევე ჟიურის წევრმა ლანდა მასხულიამ სააგენტოს სახელით გადასცა პრიცი მის რჩეულს  მოცეკვავეს-  ანუშის  ფიფიას.

   როგორც ფესტივალის ორგანიზატორმა გიორგი ფიფიამ "ივერიონთან" საუბრისას აღნიშნა, ის ძალიან კმაყოფილია ფესტივალის მსვლელობით და კიდევ გეგმავს რამოდენიმე ღონისძიების ჩატარებას უახლოეს მომავალში.