არის თუ არა ეს მანდატი?!.გიუაშვილი "ოცნებას" პასუხობს

არის თუ არა ეს მანდატი?!.გიუაშვილი "ოცნებას" პასუხობს

   ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილის გიორგი გიუაშვილის ლეიბორისტულ პარტიაში გადასვლას ,,ქართული ოცნება" განცხადებით გამოეხმაურა, რომ გიუაშვილი ,,ქართული ოცნების" წევრი არ იყო. გიუაშვილის თქმით ეს სულ მცირე, დაუჯერებელი ტყუილია, თუნდაც იმიტომ, რომ ,,ქართული ოცნება" ნაციონალურ მოძრაობის მსგავსად, თანამდებობებზე მხოლოდ მისი პარტიის წევრებს და ნაცებიდან პორტირებულებს ნიშნავს. 

,,ოცნების" განცხადებას გიორგი გუაშვილი ,,ფეისბუკით" გამოეხმაურა. 

   -"მთელმა სამცხე-ჯავახეთმა, მითუმეტეს ბორჯომმა იცის, რომ გუშინდელ დღემდე ვიყავი ქართული ოცნების ბორჯომის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, ბიუროს წევრი. მიზეზი, თუ რატომ დავტოვე ,,ქართული ოცნება" არის ის, რომ ,,ოცნების" საარჩევნო სიები არის გამოტენილი ნაციონალებით და სუსის აგენტებით, რომლებსაც აწევრიანებენ ძველი რიცხვებით, საწევრო ბლანკების გაყალბების გზით, როგორც გააყალბეს დიმიტრი ყიფიანის გაწევრიანების ბლანკი 2014წ.თებერვალში 2013წ. ივნისის თვით, ან სულაც აქრობენ ბლანკებს, როგორც ჩემს შემთხვევაში.

   ჩემი ბლანკი გააქრეს სუსის დავალებით. თუმცა არსებობს მანდატი #1274, უამრავი ტელე-ეთერი ბორჯომის არხზე, რომლებიც ადასტურებენ ჩემს პარტიულობას. 

მოუწოდებ პარლამენტის წევრს ბატონ ომარ ნიშნიანიძეს ღიად დააფიქსიროს თუ როგორ ესწრებოდა ბორჯომში 2013წ. იანვარში ,,ქართული ოცნების" ყრილობას, რომელზეც ამირჩიეს ბიუროს წევრად. აქვე ვაქვეყნებ სასამართლოს გადაწყვეტილების დადგენილების ნაწილს, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი გამგებლის ბრძანება ჩემი გამგებლის მოადგილეობიდან გათავისუფლების შესახებ. 

   ვერავინ და ვერაფერი ვერ დამიდგება წინ მართალი კაცი ქვასავით მაგარია, დანარჩენს დაგანახებთ არჩევნებზე!"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: