რატომ განაწყენდნენ "ფეისბუქ-სტატუსის" გამო ქუთაისლები და ვის ემუქრებიან "ხცვირ-პირის დანაყვით"?

რატომ განაწყენდნენ "ფეისბუქ-სტატუსის" გამო ქუთაისლები და ვის ემუქრებიან "ხცვირ-პირის დანაყვით"?

   ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა, ზურაბ მარგველაშვილმა რამდენიმე  დღის წინ "ფეისბუქის"საკუთარ  გვერდზე  დაწერა:

  "მიყვარს თბილისი აღდგომის წინა დღეებში. არც პროპკები, არც ქუთაისლები... ნირვანააააა"...(სტილი დაცულია)

   მისმა ამ სტატუსმა ქუთაისლების  აღშფოთება გამოიწვია, უფრო მეტიც, ქუთათურები მას "ხცვირ-პირის დანაყვით" ემუქრებიან.

   "მარგველაშვილმა თავის აჭრელებულ თვალებს მიხედოს და ქუთაისლებს თავი დაანებოს, თორემ  რომ დაუნაყავენ თავ- ყბას, მერე ნახავს როგორ იხუმრებს ქუთაისლებზე...  

   "არა, ეს კაცი ქუთაისის ღირსი არ არის და არ უნდა გააჩეროს  ქალქის მერმა ქუთაისის მერიაში. შევახსენებ მერს, როცა მის გადაყენების  მცდელობა იყო ხალხი როგორ დაუდგა გვერდით და დანიშვნის შემდეგ რა ოვაციებით შეხვდა მურღულიას, ახლა ქუთაისლები ვითხოვთ მის გვერდში დგომას და ღირსების დაცვას. ოფიციალურად მოვითხოვთ ზურაბ მარგველაშვილმა დატოვოს თანამდებობა! ეს კაცი საჯაროდ რომ ასე გვივლის ქუთაისლებს თვზე, წარმოგვიდგენია კულისებს მიღმა რაც იტყვის..."-ამბობენ ქუთაისლები.

   "ივერიონი" ზურაბ მარგველაშვილს დაუკავშირდა.

    "ჩემს გვერდზე  დატოვებულ  კომენტარში  არაფერი იყო სერიოზული და თვალში საცემი. ეს სტატუსი ეხებოდა ჩემს ერთ უხლოეს  მეგობარს და ეს ისეთი ხუმრობა იყო ჩვენს შორის,  რომელიც მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცოდით, მაგრამ სააგენტოებმა მისი პასუხი აღარ დადეს. როცა ამ ინფორმაციას ანთავსებდნენ სააგენტოებზე ჩემთვისაც ეკითხათ კომენტარი, ვითომ დაინგრეოდა ქვეყანა, თუ ვერ მომაგნეს? ეს სტატუსი იყო ხუმრობა და მეუბნებიან, არ გიხუმრიაო. თუ უკბილო ან უხამსი ხუმრობა გამოვიდა, ეგ სხვა საქმეა და შეიძლება, ბოდიშიც მოვიხადო, როგორც თანამდებობის პირს, მეტი თმენის ვალდებულება მაქვს, მაგრამ ხუმრობის უფლებაც ხომ მაქვს? არიან ადამიანები, რომლებიც კარგად ხუმრობენ და არიან ისეთები, რომლებსაც ხუმრობა არ გამოსდით, მაგრამ ეს დანაშაული ხომ არაა?! კიდევ ვიმეორებ, ჩემი მეგობრის გასაგონად ვიხუმრე და ამის უფლება მაქვს. თან სტატუსს როცა ე.წ. "სმაილიკებს" უწერ და სააგენტო ამას აშორებს და ისე აქვეყნებს, ეს ცოტა არასერიოზულია, ბოლო-ბოლო "ფეისბუქის" გვერდი პირადულია და არა მგონია მედიის განხილვის საგანი იყოს იქ დაწერილი ყოველი სიტყვა"-ამბობს მარგველაშვილი "ივერიონთან" საუბარში.

    მისივე თქმით ჩამოსვლის თანავე ის სპეციალურ განცხადებას  გააკეთებს  მედიისთვის   და თუ საჭირო გახდება, ბოდიშსაც საჯაროდ  მოიხდის ქუთაისლების წინაშე, თუმცა მიიღებსთუ არა ამ ბოდიშს საზოგადოება ეს ჯერჯერობით მისთვის უცნობია. 

დათო ცხვარაძე

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: