NDI–ის დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს აფასებს

NDI–ის დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს აფასებს

   აშშ-ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოში 15 ივნისს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების წინ ქვეყანაში არსებულ გარემოს შეაფასებს და ძირითად დასკვნებს 2 მაისს პრესკონფერენციაზე წარადგენს.

   "ხელისუფლებასთან, საარჩევნო კანდიდატებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, საარჩევნო ადმინისტრაციის, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების შედეგად დელეგაცია შეაფასებს არჩევნებისთვის სამზადისს, საარჩევნო პროცესის  ძირითადი სუბიექტების პოლიტიკურ აქტივობებსა და ზოგადად საარჩევნო გარემოს"– განაცხადა NDI–მ, რომელიც პოლიტიკური პარტიების განვითარების და დემოკრატიის პროგრამებზე საქართველოში 1994 წლიდან  მუშაობს.

    დელეგაციის წევრები არიან პერ ეკლუნდი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი; სემ გეჯდენსონი, აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი წევრი და NDI–ის ბორდის წევრი; რობერტ ადამსი, არჩევნებისა და დემოკრატიის საკითხებში საერთაშორისო ექსპერტი Dემოცრაცყ ღეპორტინგ Iნტერნატიონალ (DღI)–ის და Eლეცტორალ ღეფორმ Iნტერნატიონალ შერვიცეს (EღIშ)–დან; ლორა ჯუიტი, NDI-ის ევრაზიის რეგიონალური პროგრამების დირექტორი და ლუის ნავარო, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: