Iverioni
«    ივნისი 2018    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ივნისი 2018 (9)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
იანვარი 2018 (7)
30-04-2014, 16:47
ნანახია: 646

გიორგი ახვლედიანი:-

   "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი ახვლედიანი დარწმუნებულია, რომ  "ქართულ ოცნებაში" ბევრს არ უნდა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება და თვლიან კიდეც, რომ   ეს ძალიან ცუდია, მაგრამ საკუთარ პოზიციას ღიად ვერ აფიქსირებენ, რადგან ახვლედიანის აზრით ბევრი მათგანის ბედი სწორედ ჩუმად ყოფნაზეა დამოკიდებული.

    -"ხელისუფლების წარმომადგენლებს "გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურა" არ აძლევთ იმის საშუალებას, რომ თავისი პოზიცია ღიად გამოაცხადონ. როგორც ჩანს, ამაზე დამოკიდებულია მათი ბედი უმრავლესობაში. ეკლესია ვერასოდეს შეუშვებს ერთ ყურში და გამოუშვებს მეორე ყურიდან და რიგით მოვლენად ვერ წარმოაჩენს ცოდვის დაკანონებას. ამას საპატრიარქო არ შეეგუება, რადგან მის ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება.ხელისუფლება მიდის კონფრონტაციაზე საზოგადოების უმრავლესობასთან, რომელსაც წინ ეკლესია მიუძღვის. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი ქმედებით და ხალხის აზრის არ შესმენით უნდა იცოდნენ, რომ მეორე ხელით საკუთარ პოლიტიკურ სამარეს თხრიან"-ამბობს  ახვლედიანი.