ვახტანგ ჟორდანია:-"ყველას უნდა ახსოვდეს, რომ რასაც დათესავს, იმას მოიმკის"

ვახტანგ ჟორდანია:-"ყველას უნდა ახსოვდეს, რომ რასაც დათესავს, იმას მოიმკის"

   "სოციალ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ვახტანგ ჟორდანია ანტიდისკრიმინაციულ კანონს ეხმიანება და აცხადებს, რომ არსებული სახით ამ კანონის მიღება არ შეიძლება.

   _"ამ კანონის მიღება არსებული სახით არ შეიძლება! პატრიარქსაც არ მოუსმინეს და არ გაითვალისწინეს მისი თხოვნა. ასეთი საკითხების გადაწყვეტა უნდა წყდებოდეს რეფერენდუმით. ხალხის აზრის იგნორირება კარგს არ მოუტანს არც ერთ ხელისუფლებას, მთავრობის არც ერთ წევრს, რა თანამდებობაც არ უნდა ეკავოს, არ აქვს უფლება ერის აზრს ანგარიში არ გაუწიოს. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ რასაც დათესავს, იმას მოიმკის."

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: