Iverioni
«    აგვისტო 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
1-05-2014, 03:36
ნანახია: 730

გიორგი მარგველაშვილი:-

   საქართველოს პრეზიდენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.

   -"მე იმ რელიგიას ვეკუთვნი, რომელიც ამბობს, რომ ვინც უცოდველია, მან პირველმა ისროლოს ქვა, ეს ის რელიგიაა, რომელშიც მაცხოვარი ამბობს, რომ საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავთ და სხვათა თვალში ხედავთ ბეწვს. ეს ის რელიგიაა, რომელმაც მთავარი აქცენტი არა უბრალოდ მოყვასის სიყვარულზე, არამედ მტრის შეყვარებაზე გადაიტანა. შესაბამისად ნებისმიერი ჩაგვრა, მისი ლეგიტიმაცია ჩემთვის არა უბრალოდ როგორც თანამედროვე სამყაროს წარმომადგენლისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელსაც უნდა რომ საქართველო ევროპული გზით წავიდეს, არამედ როგორც ქრისტიანისთვის მიუღებელია, როგორც ქართველისთვის, მიუღებელია იმიტომ რომ ეს ქვეყანა სწორედ ამით მოვიდა, ეს არის მისი სავიზიტო ბარათი, რომ აქ განსხვავებული არ იჩაგრება. ამ კანონპროექტში ლაპარაკია იმაზე, რომ განსხვავებული ადამიანის ჩაგვრა მიუღებელია. არანაირი ქადაგება რაიმე ტიპის სექსუალური თემისა აქ არ არის. ამ კანონის მიღებით არავინ არ დაზარალდება, პირიქით, გავხდებით ბევრად უკეთესი საზოგადოება",-განაცხადა "პირველ სტუდიაში" გიორგი მარგველაშვილმა.