Iverioni
«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ნოემბერი 2019 (11)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
3-05-2014, 14:27
ნანახია: 2089

რა დროს არჩევნებია, ყველას თითო აგური უნდა გვეჭიროს ხელში და შადიმანებს თავში უნდა ვურტყამდეთ!

თუ ერს ღირსების ელემენტარული გრძნობა შერჩენია, არჩევნებზე ან არ უნდა მივიდეს, ან, თუ თავის „მოქალაქეობრივ“ ვალდებულებას მაინც შეასრულებს,  „ნაცებსაც“ და „ქოცებსაც“ ერთნაირი განაჩენი უნად გამოუტანოს.  

ეს იქნება სამართლიანი პროტესტი იმ არაქართული, არამართლმადიდებლური გადაწყვეტილების მიმართ, რისი მოწმეც გახდა გუშინ საზოგადიოება!

თუ საპატრიარქოს განცხადებას ვერწმუნებით, იმ კოსმეტიკურმა ცვლილებებმა, რომელიც ანტიდისკრიმინაციულ კანონში ნაჩქარევად იქნა შეტანილი და საზოგადოებამ ამ ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცებამდე გააზრებაც ვერ მოასწრო, საპროტესტო მუხტი არ უნდა ჩაიცხროს...

ეკლესია ისევ უკმაყოფილოა. უკმაყოფილოა საზოგადოებაც, რომელიც ფიქრობს, რომ მისი განწყობის იგნოირირებით ხელისუფლებამ საკუთარი ძალის დემონსტრირება მოახდინა და არც მეტი, არც ნაკლები - უტიფრად ზურგი შეაქცია.

შადიმანები არასდროს  აკლდა საქართველოს, მაგრამ დღეს ამ „უკურნებელმა ბაცილამ“ იმდენად საშიში სახე შეიძინა,გუშინდელი  მუხანათური გადაწყვეტილებით მიღებული შედეგები გაცილებიც მძიმე შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდერ ეს ოდესმე ყოფილა.

ბნელი ძალები ცდილობენ, საზოგადოებაში გაჩენილი მუხტი ეკლესიას გადააბრალონ. ისინი „ამტკიცებენ“, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ცდილობს სახელმწიფოს ჩაენაცვლოს და  მართლმადიდებელ მრევლზე კონტროლისა და მათი უსიტყვო მორჩილების ბერკეტი არ დსკარგოს.

თავის მხრივ, ეკლესია ხედავს იმ საშიშროებას, რაც შეიძლება მოჰყვეს ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას იმ ფორმითა და შინაარსით, რა შინაარსითაც მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა.

ჩვენ კარგა ხანია მივეჩვიეთ ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების ინტერესების იგნორირებას, რომელიც სახელმწიფო ინტერესების იგნორირების პირდაპირპროპორციულია. თუმცა,  ასეთი აშკარა თავხედობა , რაც ამ ბოლო დღეებში გამოიკვეთა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ყოველგვარ ზღვარს სცილდება.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: ასეთი თავხედური და საზოგადოების განწყობის საპირისპირო გადაწყვეტილება მიღებულია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის წინ, ანუ, სწორედ მაშინ, როცა მმართველ პარტიას ამომრჩეველთა მხარდაჭერა ჰაერივით სჭირდხება! ისინი კი გააზრებულად ვა ბანკზე წავიდნენ. რატომ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე რთულია...

ჩვენ ვერასდროს ჩამოვყალიბდებით ცივილიზებულ და ღირსების მქონე ერად, თუ ჩვენს განწყობებსა და ქმედებებში თანმიმდევრულნი არ ვიქნებით და დაწყებულ საქმეს ბოლომდე არ მივიყვანთ. ამით იმის თქმა მინდა , რომ მარგინალიზებული პარლამენტის გადაწყვეტილებით საზოგადოებაში დაგროვილი საპროტესტო მუხტი მომავალი არჩევნების შედეგებზე პირდაპირ უნდა აისახოს. თუ მაინცდამაინც საარჩევნო ყუთთან მისვლა გადავწყვიტეთ, დღევანდელ ხელისუფლებას კატეგორიულად უნდა ვუთხრათ- არა! დიახ, უნდა ვუთხრათ არა ხელისუფლების თვითნებობას და საზოგადოებაზე ძალადობას!

ძალიან ცდება, ვინც თვლის, რომ არჩევნებში მონაწილებით რაიმე სასიკეთო შეიცვლება ქვეყანაში (თუნდაც, მუნიციპალიტეტების დონეზე)  - პირიქით,  ხელისუფლება ეცდება ადგილებზე კიდევ უფრო გაიმყაროს პოზიციები, რომ მტკიცე ფუნდამენტი შეიქმნას მომავალი საპარლამენტო არჩევნებში ტრიუმფალური გამარჯვებისთვის

 

შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ამ ბოლო დღის საპარლამენტო ბატალიებმა მთლიანად გააშიშვლა მმართველი კოალიცია და მისი ნამდვილი სახეც დაგვანახა. - გამადიდებელი შუშის  გარეშეც ვიხილეთ, რა გასავალი აქვს დღევანდელ პარლამენტში ცინიზმსა და ფარისევლობას  და რამდენად არიან მზად ჩვენი „რჩეულები“ სრული იგნორირება გაგვიკეთონ, მეტიც, უვიცობაში დაგვადანაშაულონ.

და ამ ფონზე როგორ გვინდა მშვიდად მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და იმის შიშით, რომ გარკვეული მხარდაჭერა არ მიიღონ „ნაციონალებმა“, ხელის აუკანკალებლად 41 შემოვხაზოთ?!

ერტყობა, ჩვენ ისეთი „თიხისგან“ ვართ მოზელილი, რომ არც ახლა გვეყოფა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა,  კესაირს მივუზღათ კეისრისა და ქვეყანა მომავალ ქარტეხილებს ავაცილოთ.

არ იქნება გადაჭრბებუილი თუ  ვიტყვით, რომ გუშინდელი „გამარჯვებით“ გათამამებულნი  კიდევ უფრო მკაცრ განსაცდელს გვიმზადებენ და ეს მხოლოდ კარგად დაგეგმილი რეპეტიცია იყო.

მე არ მაქვს იმედი, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია ამომრჩეველთა მხარდაჭერას მოიპოვებს და პოლიტიკურ ვითარებას შეცვლის ქვეყანაში( თუნდაც ადგილობრივ დონეზე) .

 აქედან გამომდინარე, ყველაზე სწორი გამოსავალი არჩევნებისადმი საყოველთაო ბოიკოტია, რომელიც პოლიტიკურ კრიზისს შექმნის ქვეყანაში და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით დამთავრდება( რისთვისაც განსაკუთრებით უნდა ვემზადოთ)  ან საარჩევნო ბიულეტენების გადახაზვით ხელისუფლებას სრული ფიასკო უნდა განვაცდევინოთ.

 ისე, რაღა დროს ადგილობრივი არჩევნებია- ყველას თითო აგური უნდა გვეჭიროს ხელში და შადიმანებს თავში უნდა ვურტყამდეთ! 

საბა საბახტარაშვილი